
ბიზნეს ცენტრი ატრიუმი.
ატრიუმი, ბ-კლასის თანამედროვე და პრესტიჟული ბიზნეს-ცენტრია, რომელიც საბურთალოზე, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდთან მდებარეობს.
ევროპული სტანდარტების შესაბამისი, 6325 კვ.მ. კომერციული ფართი განთავსებულია 7 სართულზე. კომპლექსში დაგხვდებათ: თანამედროვე, გამწვანებული 500კვ.მ.-ის საერთო მოხმარების ტერასა, 43 ადგილიანი პარკინგი, კაფეტერია, საკონფერენციო(100კვ.მ.) და ფიტნეს დარბაზი(150კვ.მ.). საკმაოდ დიდი სივრცის გამწვანებული ტერასა მომხმარებლისთვის მოსასვენელ სივცრეს შექმნის, რაც საკმაოდ განსხვავებული და ინოვაციური გამოცდილება იქნება საქართველოში არსებული ბიზნეს-ცენტრებისთვის.
ატრიუმის საოფისე ფართები 82 კვ.მ.-დან იწყება და კომპანიებს სასურველი რემონტის კონდიციით ბარდება. თქვენ შეგეძლებათ როგორც ოფისის ქირაობა, ისე შესყიდვაც. იჯარის მინიმალური ფასი - 1კვ.მ. 10$(+დღგ)-ა, ხოლო შესყიდვის ღირებულება ფასდაკლებით: კვ.მ. 850$-დან. ფასში შედის ბიზნეს ცენტრის მენეჯმენტისგან, თქვენი კომფორტისთვისა და უსაფრთხოებისთვის საჭირო ყველა საკითხის უზრუნველყოფა.
შენობის გათბობისა და გაგრილების სისტემა იქნება ცენტრალიზებული, შესაბამისად ეს საკითხი მთელი წლის განმავლობაში სრულად უზრუნველყოფილი იქნება. ატრიუმის დამატებითი სერვისები ასევე მოიცავს შენობის დაცვას, საერთო ფართების დალაგებას, კონსიარჟს, ტერასისა და გამწვანების მოვლას, ტექნიკური საკითხების უზრუნველყოფას, ლიფტების მომსახურეობას, ვიდეო და ინტერნეტ მომსახურეობას, სატელეფონო გახმოვანებას, სახანძრო უსაფრთხოებას, იურიდიულ და საბუღალტრო მომსახურებას.
ატრიუმის გაყიდვებს უძღვება ჩვენი კომპანია პროსპექტი. დაინტერესების შემთხვევაში და დამატებითი დეტალების დაზუსტებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 0322 12 14 14, ან შეავსოთ ქვემოთ მოცემული საკონტაქტო ფორმა.