• Mariam Kajaia

გაყიდვების ბუმერანგის ეფექტი



სამყაროში არსებობს კანონი:

თუ ბუმერანგს სწორად ისვრით, ის აუცილებლად უკან დაგიბრუნდებათ.


რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ბუმერანგის ეფექტი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშიც მოქმედებს. როცა ვინმესთან კეთილი და გულისხმიერი ხართ, დიდი ალბათობით მათაც ანალოგიური დამოკიდებულება ექნებათ თქვენდამი. ამ დროს სამყარო საპასუხო ურთიერთობით გაჯილდოვებთ.

გაყიდვების სამყარო კი ამ კონტექსტში ჩვეულებრივისგან არ განსხვავდება.

რატომ?

თუ თქვენი მომხმარებლისადმი გულისხმიერ დამოკიდებულებას გამოიჩენთ, საპასუხოდ მათგანაც იმავეს მიიღებთ და გაზრდით თქვენი ბიზნესის წარმატების ალბათობას. და პირიქით თუ თქვენი კომუნიკაცია არასწორი და კონტექტსს მოწყვეტილია, მომხმარებლისგანაც არ ელოდოთ განსხვავებულ დამოკიდებულებას.

შესაბამისად, ძნელი მისახვედრი არაა, რომ თქვენს პოტენციურ მომხმარებელთან ყველა სახის ინტერაქცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ეს საკითხი საკმაოდ კომპლექსურია. თქვენ ძალიან დიდი სიფრთხილე გმართებთ, რომ ბუმერანგი არასწორი ტრაექტორიით არ გაისრლოთ, რადგან ამ შემთხვევაში იგი აღარასდროს დაგიბრუნდებათ უკან.


5 ნაბიჯი დადებითი ბუმერანგის ეფექტის მისაღებად


თავდაჯერებულობა


თავდაჯერებული ხართ იმ საქმეში რასაც აკეთებთ?


ამ კითხვაზე თუ ნეგატიური პასუხი გაქვთ, რატომ ელოდებით, რომ პოტენციური კლიენტი თქვენი მომხმარებელი გახდება?

თქვენც ხომ არ იყიდდით პროდუქტს მისგან, ვისაც თავადაც არ სჯერა თავისი საქმიანობის?!

ამიტომ, თუ გინდათ გასროლილი ბუმერანგი უკან დაიბრუნოთ მომხმარებელს კომუნიკაციაში თავდაჯერებულობა უნდა აგრძნობინოთ. მერწმუნეთ, გადაწყვეტილების მიღებისას კლიენტი ამას აუცილებლად გაითვალისწინებს.


სანამ აქამდე მიხვალთ, არ დაგავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია თქვენი კომპანიის მუდმივი განვითარება, რათა თქვენი თავდაჯერებულობა იყოს რეალობასთან ახლოს და ამპარტავნობაში არ გადაიზარდოს.


აუცილებლად უნდა გაიაზროთ:

თავდაჯერებულობა გაყიდვებში არ ნიშნავს, რომ უბრალოდ საკუთარი თავის გჯეროდეთ.

არამედ, უნდა გჯეროდეთ იმ საქმის რასაც აკეთებთ და იმ ოფერის, რომელსაც მომხმარებელს სთავაზობთ.

შესაბამისად კლიენტიც დარწმუნდება, რომ თქვენი პროდუქტი/სერვისი საუკეთესო არჩევანია.



ენთუზიაზმი


ერთ პატარა ისტორიას მოგიყვებით.

მოდი გაყიდვების კომპანიას სიმბოლურად X დავარქვათ, ხოლო ამ კომპანიის გაყიდვების წარმომადგენელს - Y.

Y სულ რაღაც 1 წელია X კომპანიაში გაყიდვების მრჩეველია, და მან არც თუ ისე ბევრი, უფრო სწორად, თითქმის არაფერი იცის გაყიდვების შესახებ.

მაგრამ იცით Y რას აკეთებს?

მისი უცოდინრობით გაჩენილ სიცარიელეს, ენთუზიაზმით ავსებს.

Y ყოველ სამუშაო დღეს პოზიტიური განწყობით იწყებს და ყველა სატელეფონო ზარის დროს ღიმილს არ ზოგავს, რაც არ უნდა უხეშად გაისტუმროს პოტენციურმა კლიენტმა.

იცით Y-ის ასეთმა მიდგომამ რა შედეგი გამოიღო?

წლის ბოლოს იგი საუკეთესო გაყიდვების მრჩეველად დასახელდა.


კარგად დაფიქრდით ამაზე.

ენთუზიაზმი, ცოდნაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. თქვენი პოზიტივი კი უმეტეს შემთხვევაში აუცილებლად დაგიბრუნდებათ უკან, გაყიდვების სახით!

სიმშვიდე

გექნებათ იმ ადამიანის მიმართ ნდობა ვინც თქვენთან კომუნიკაციისას მუდმივად ღელავს?

თუ ძალიან გულუბრყვილო ხართ, ალბათ კი.

მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ მღელვარება და შფოთვა კომუნიკაციაში ეჭვს და უნდობლობას აჩენს. ხოლო თუ თქვენს პოტენციურ მომხმარებელს თქვენდამი ნდობა არ აქვს, მაშინ არაფერს აქვს აზრი.


მშვიდი და გაწონასწორებული დამოკიდებულებით ბევრი კლიენტის მოზიდვას შეძლებთ. მომხმარებელს მასთან სურს საქმის დაჭერა, ვისშიც ეჭვი არ ეპარება.

თუ თქვენი ბიზნესი იქნება არასტაბილური და გაუწონასწორებელი, მომხმარებელი ამას აუცილებლად მიიღებს მხედველობაში და მაქსიმალურად შორს წავა თქვენგან, თქვენი კონკურენტებისკენ.

ხოლო რაც უფრო წყნარ გარემოს შეუქმნით კლიენტებს, მით უფრო დაიახლოვებთ მათ.


დაფასება


ყველას უყვარს როცა თავს ღირებულად გრძნობს, მათ შორის თქვენს მომხმარებელსაც. მომხმარებლის დაფასება ბევრი მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი. ეს დამოკიდებულება თქვენს პოტენციურ კლიენტს აბედნიერებს. ბედნიერი მომხმარებელი კი უფრო დიდი ალბათობით დაბრუნდება თქვენთან.

მომხმარებლისადმი ეს დამოკიდებულება დაგეხმარებათ: