Guga Kobakhidze
რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენამდე ?!
Updated: Apr 6, 2020

ჩვენ გთავაზობთ რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს რაც აუცილებელად უნდა გაითვალისწინოთ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე.
მიმართეთ სანდო უძრავი ქონების აგენტს:
ჩვენ ყველამ ვიცით რომ უძრავი ქონების აგენტი იღებს თანხას სახლის გაყიდვის შემთხვევაში, რაც ხშირად აბრკოლებს მყიდველს მიმართოს მას. თუმცაღა, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რომ, საკომისიოს გადახდა ეკისრება უძრავი ქონების გამყიდველს. რაღათქმაუნდა ხშირია შემთხვევები სადაც უძრავი ქონების აგენტი არ იცავს მისი კლიენტის ინტერესებს და ცდილობს მიაღწიოს მაქსიმალურ სარგებლებს, რაც ხშირ შემთხვევაში აზიანებს მათ მიერ ნდობას. ხშირ შემთხვევაში ასეთი სააგენტოები კარგავენ რეპუტაციას ძალიან მალე, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი მიმართოთ სანდო უძრავი ქონების აგენტს, რომელიც იმუშავებს თქვენი ინტერესების დაცვისათვის და შეძლებს უხელმძღვანელოს გაყიდვის/ყიდვის პროცეს ისე რომ კლიენტმა მიიღოს მაქსიმალური სარგებელი მოლაპარაკების პროცესსა თუ სახლის ვარგისიანობის დადგენაში.
სახლის შეძენაისას დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მყიდველსა და გამყიდველს შორის გაფორმებულ კონტრაქტს:
უძრავი ქონების შეძენისას ადამიანის ემოციური მხარე არის მუდმივი სტრესის ქვეშ და ხშირად ისინი თვლიან რომ ეს პროცედურა არის სტანდარტული, რაც იმას მიუთითებს რომ არსებობს სტანდარტუილი ბარიერები და ბერკეტები რომელიც მოლაპარაკების წარმოებას ხდის შეუძლებელს. მინდა მოგახსენოთ რომ ეს მცდარი ინფორმაციაა, რადგანაც თვითონ კონტრაქტი არის დოკუმენტი მოლაპარაკებების პირობების შესახებ. ამიტომაც, ჩვენ გირჩევთ რომ ნუ იჩქარებთ შაბლონურ კონტრაქტზე ხელის მოწერას და კარგად გაიაროთ ყველა ის კრიტერიუმი ან საკითხი რაც ამ საბუთში არის მოხსენიებული. ზუსტად ამიტომაც არის მიზანშეწონილი სანდო აგენტთან თანამშრომლობა.
რეკომენდირებულია შენაძენის ფართო სპექტრში განხილვა მომავალი:
უმეტეს შემთხვევაში ბინის თუ სხვა სახის უძრავი ქონების შეძენა დაკავშირებული არის დიდ ფინანსურ ვალდებულებასთან. ასეთი გადაწყვეტილების მიღებისათვის აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი გრძელვადიანი გეგმები, მაგალითად თქვენი ოჯახური თუ სამსახურეობრივი მდგომარეობა. ხშირად იპოთეკური სესხის გამოტანის შემთხვევაში, მყიდველთა უმრავლესობა ცდილობს თავი აარიდოს სამომავლო გეგმების გათვალისწინებას და ვერ აანალიზებს იმ ფაქტს რომ ეს შენაძენი საკმაოდ გრძელ ვადიანი ვალდებულებაა რამაც შეიძლება საგრძნობლად შეცვალოს თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ამიტომაც ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებაში მანამდე, სანამ დარწმუნებული არ იქნებით თქვენი გადაწყვეტილების სისწორეში.
უძრავი ქონების შეძენისას აუცილებელია წინდახედულობა:
გარდა იმისა რომ გარკვეული დროის განმავლობაში მოგიწევთ თქვენი ოცნების სახლის განახლება/გარემონტება, აუცილებელად უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი რომ ოთახების კოსმეტიკური ხარჯი გაცილებით დაბალია, ვიდრე რაიმე განლაგებითი ცვლილება. მაგალითად: ბევრად მარტივი არის შეცვალოთ შპალიერი ვიდრე გადააკეთოთ სამზარეულო ან სააბაზანო. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია გაითვალისწინოთ პატარა ნიუანსების რამაც შეიძლება ფინანსურად დიდი ხარჯი გამოიწვიოს, ხშირად ხდება ხოლმე ისეთი შემთხვევები როგორიც არის გაუთვალისწინებული მუშახელის ხარჯი, რამაც შეიძლება გააორმაგოს სასურველი სარემონტო სამუშაოების ხარჯი. დაგვერწმუნეთ, ჩვენ არ გთავაზობთ თქვათ უარი თქვენთვის სასურველ კარადის ფერზე, უბრალოდ გირჩევთ გაითვალისწინოთ ფასები თქვენივე შემოსავლებიდან გამომდინარე.
შეიძინეთ ის უძრავი ქონება რომლის ყიდვასაც შეძლებთ:
როგორც ადრე მოგახსენეთ, აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენი ფინანსური შესაძლებლობები. გარდა იმისა რომ თქვენი საკრედიტო დოსიე და იპოთეკის კრედიტ ოფიცერი შეიძლება თვლიდეს რომ თქვენი შემოსავალი სავსებით საკმარისია იმისათვის რომ დააკმაყოფილთ ბანკისთვის სასურველი პირობები, აუცილებელია გაითვალისწინოთ თქვენივე სარგებელი და იფიქროთ ისეთი საცხოვრებელი ადგილის შეძენაზე რომელიც მოულოდნელი ფინანსური კრიზის დროსაც არ შეგიზღუდავთ თავისუფლებას. აუცილებლად გაითვალისწინეთ რომ, თქვენი შემოსავალი მოიცავს: საპროცენტო განაკვეთს, იპოტეკური სესხის სახეებს და საბაზრო ეკონომიკას. იმისთვის რომ გაერკვეთ დეტალებში, სასურველია მიმართოთ გამოცდილ და სანდო კრედიტ ოფიცერს.
ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას მხოლოდ ფასის გათვალისწინებით:
შენობის ფასი ეს არის ის თანხა რომლითაც თქვენს საკუთრებაში გადმოდის საცხოვრებელი ადგილი. სასურველია გაითვალისწინეთ სხვა დანახარჯებიც, მაგალითად. დაზღვევა, მესაკუთრესთან დაკავშირებული ხარჯები, და უძრავი ქონების საშემოსავლო. კარგი იქნება თუ დასვათ კითხვებს როგორიცაა: გექნებათ თუ არა საცურაო აუზი, ძვირადღირებული გამათბობელი და გამაგრილებელი სისტემები. საცხოვრებელი ადგილი დიდი დანახარჯებით რომელიც ჩამოფასებულია შესაძლოა ღირდეს ბევრად მეტი ვიდრე მაღალ ფასიანი აპარტამენტი ნაკლები გადასახადებით; ამრიგად იაფასიანი სახლი მაღალი საშემოსავლო გადასახადით შესაძლოა დაგიჯეთ ბევრად ძვირი ვიდრე გადაიხადოთ ოდნავ მეტი და ახლდეს ნაკლები ყოველთვიური გადასახადი.
სულაც არ არის აუცილებელი შეიძინოთ სახლი:
ჩვენი საბაზრო გამოცდილებიდან გამომდინარე, თავს ანგარიშვალდებულს ვხდით გირჩიოთ რომ სულაც არ არის აუციელებელი შეიძინოთ საცხოვრებელი ფართი თუ სხვა უძრავი ქონება რაიმე გარკვეულ ასაკში. არცერთი კანონი არ მოითხოვს რომ 35 წლის ინდივიდს უნდა ჰქონდეს სახლი. სახლის შეძენა უდაოდ დიდი პასუხისმგებლობაა და რამდენადაც მომხიბლავად არ უნდა ჟღერდეს, ესეთი ფინანსური ინვესტიცია ხშირად არის დიდი რისკის მომცველი. ამ სტატიის მიზანი ზუსტად ის არის რომ მკითხველმა გაიაზროს ის ბარიერები რომლებიც ერთი თვალის შევლებით შეიძლება არც თუ ისე ნათელი იყოს.
“ეს სტატია არის FORBES– ის საკუთრება და მისია ავტორი არის Kelly Phillips Erb. გადათარგმნა და გადაზიარება ხდება საავტორო უფლებების გათვალისწინებით და არანაირი კომერციული დატვირთვა არაქვს. იმ შემთხვევაში თუ თვლით რომ ეს სტატია არღვევს თქვენს საავტორო უფლებებს გთხოვთ გვაცნობოთ.”