top of page
Transparent white.png
  • gsharashenidze

როგორ გავზარდოთ გაყიდვები?




1. ფოკუსირდით არსებულ მომხმარებელზე


თუ გსურთ გაყიდვების გაუმჯობესება, ახალი პოტენციური კლიენტების მოზიდვასთან ერთად, თქვენ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ იმათ, ვინც უკვე ითანამშრომლა თქვენთან, გამოსცადა თქვენი პროდუქტები ან სერვისები. აუცილებელია იცოდეთ თუ როგორ შეინარჩუნოთ ყველა მყიდველი. LeadBridge Partners-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის პროფესიონალების აზრით, პოტენციურ მყიდველებს უმეტეს შემთხვევაში ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებმაც ერთხელ უკვე იყიდეს თქვენგან და არა სრულიად უცხო ადამიანები. ეს პრაქტიკა დაგეხმარებათ გაზარდოთ გაყიდვები და უკეთ გაიცნოთ თქვენი მომხმარებელი.



2. იცნობდეთ კონკურენტებს


თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გაანალიზებული რას გვთავაზობენ კონკურენტები და რა არის მათი მინუსები და პლუსები. კონკურენცია არის გამოწვევა და შესაძლებლობა, გაზარდოთ თქვენი გაყიდვები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კარგად შეისწავლით კონკურენტების სისუსტეებს, ხოლო მათ ძლიერ მხარეებს კი უკეთესი ტექნიკით დაუპირისპირდებით.



3. კამპანიები და მარკეტინგი

ფასდაკლებები/აქციები მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას სცადონ თქვენი პროდუქცია. აქციას შეუძლია მეტი მომხმარებლის მოზიდვა და ამავდროულად არსებული მომხმარებლის მაქსიმალურად გააქტიურება. ამისთვის იდეალური გზაა მარკეტინგი. გაყიდვების ეფექტურობისთვის აუცილებლად დაგჭირდებათ მარკეტერთა გუნდი, რომელიც იცნობს დღევანდელ გამოწვევებსა და ბაზრის სპეციფიკას. მარკეტერთა გუნდი მოგცემთ საშუალებას, იპოვოთ თქვენი პროდუქტისთვის გამიზნული აუდიტორია, რომლისათვისაც თქვენი პროდუქტი საინტერესოა.


4. მიზანი და პატარა გამარჯვებები

გაყიდვებზე საუბრისას, რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს გაყიდვების გუნდი. დაუსახეთ თქვენს გუნდს კონკრეტული მიზნები : კვირის, თვის და წლის. სამუშაოს სირთულესთან და დახარჯულ დროსთან შესაბამისად, დაასაჩუქრეთ თანამშრომლები, აღნიშნეთ პატარა გამარჯვებები და აგრძნობინეთ გუნდის წევრებს, რომ მათი ყოველდღიურად გაკეთებული საქმე ღირებულია. ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კვლევის თანახმად, თანამშრომლების პროდუქტიულობა ათჯერ უმჯობესდება, როდესაც აღიარებულია მცირე მიღწევები. ზუსტად ამიტომ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი შეიძლება ჰქონდეს.

113 views0 comments
bottom of page