Mariam Kajaia
როგორ გავხდეთ ინსპირაცია ჩვენი გაყიდვების გუნდისთვის?

ადამიანები თვლიან რომ შთაგონებისათვის ენთუზიაზმით სავსე გამოსვლები და სიტყვები საკმარისია, თუმცა სინამდვილეში ეს სამოტივაციო თავსატეხის მხოლოდ ძალიან ზედაპირული ნაწილია და საკმარისიც არაა.
1.პასუხისმგებლობის აღება
ეს ლიდერის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისებაა. თქვენ უნდა აჩვენებდეთ თქვენს გუნდს რომ ნებისმიერ დროს, როდესაც საქმე არ წავა ისე, როგორც საჭიროა, თქვენ ხართ ის ადამიანი, ვინც თავის თავზე აიღებს მის გამოსწორებას.
თქვენ უნდა აჩვენოთ გუნდს რომ ნამდვილად ხართ ის ადამიანი,რომლის ნდობაც და იმედი შეიძლება ქონდეთ. მაგალითად, თუ თქვენი ოფისი მუშაობას იწყებს 9:30-ზე, უკეთესი იქნება 9:00 საათზე უკვე ადგილზე იყოთ ან მაგალითად, თუ თანამშრომლებს გვიანობამდე უწევთ მუშაობა, უმჯობესია თქვენც მათთან ერთად დარჩეთ და აჩვენოთ მხარდაჭერა.
მსგავსი ქმედებები გაზრდის პატივისცემას თქვენ მიმართ და თქვენი გუნდის მოტივაციაც ამაღლდება.
2.უწყვეტი განათლება
გაყიდვების გუნდის ლიდერს უნდა ქონდეს შესაბამისი ცოდნა და განათლება, ამასთან ერთად კი ყოველთვის მზად იყოს სწავლისთვის და განახლებისთვის. ამ ყველაფრის გაზიარება კი აუცილებლად დაეხმარება თქვენს გუნდს არ ჩამორჩეს სიახლეებსა და ახალ ტენდენციებს.
ამიტომ ლიდერი მენტორის როლსაც უნდა ასრულებდეს. თქვენ უნდა უზიარებდეთ ცოდნას და გამოცდილებას თქვენს გუნდს და პირიქით. ატარებდეთ ტრენინგებს, ქმნიდეთ იმის საშუალებას, რომ თანამშრომლები დაესწრონ კონფერენციებს, შეხვდნენ და მოუსმინონ სხვა წარმატებულ ადამიანებს გაყიდვების სფეროში და აიღონ მაგალითი.
თქვენ გულწრფელობას უნდა აჩვენებდეთ საკუთარი გუნდის წევრებს და არ გაშინებდეთ მათი შექება ,ისევე როგორც სამართლიანი კრიტიკა. ორივე შემთხვევაში, ადამიანებს გაუჩნდებათ იმის სურვილი, რომ კიდევ და კიდევ ბევრი აკეთონ და უფრო ხარისხიანად.

3.მოტივაცია
Intrinsic motivation-არის მოტივაცია, რომელიც ადამიანს უბიძგებს ქმედებისკენ, რადგან მისთვის კონკრეტული საქმე სიამოვნების წყაროსთან ასოცირდება. თუ თქვენ წინა ორ საფეხურს კარგად ართმევთ თავს, მაშინ თქვენი გუნდს უკვე აქვს intrinsic motivation.
მაგრამ არსებობს მოტივაცია, რომელიც არ არის დაკავშირებული ინსპირაციულ გამოსვლებთან და შთაგონებასთან.
წარმატებული გაყიდვების გუნდი შედეგზეა ორიენტირებული. იმისთვის, რომ დარწმუნდეთ, რომ თქვენი გუნდი სწორი მიმართულებით მიდის, ლიდერმა მათ მოტივაციური ხასიათის და რეალური მიზნები უნდა დაუსახოს.
· მოტივაციის სტიმულირება გაყიდვების რაოდენობის ხარჯზე-გუნდის წევრების დაჯილდოვება, ბონუსები.მსგავსი ტექნიკები ზრდის მოტივაციის ხარისხს და აგრძნობინებს მათ, რომ მათი საქმე დაფასებულია.
· შეუსაბამეთ გუნდის წევრების წახალისება კომპანიის მიზნებს-მაგალითად თუ თქვენ დიდ ყურადღებას აქცევთ კლიენტთან ურთიერთობას და მათ სურვილებს, თავისი სამუშაოს კარგად შესრულებისთვის თანამშრომელი უნდა იღებდეს ბენეფიტებს.
· მიზნების დაყოფა-მიუხედავად იმისა, რომ კარგია მთელ წელზე გაწერილი გეგმების და მიზნების ქონა, დაეხმარეთ თანამშრომლებს გაანაწილონ ისინი თვიურ და კვირეულ გეგმებად, მეტი სიმარტივისთვის და ეფექტურობისთვის.
რას აფასებს თქვენი გუნდი ფულადი პრემიების გარდა? მეტ დასვენების დროს? აღიარებას? შანსს რომ იმუშავონ უფრო დიდ პროექტებზე? პასუხები აუცილებლად იქნება განსხვავებული, ამიტომ ჯანსაღი კომუნიკაციის პირობებში, თქვენ უნდა ესაუბრებოდეთ მათ და იცოდეთ მათი სურვილების შესახებ.
კარგი ლიდერობის ფილოსოფია ამ სამი ხერხის გარდა, რა თქმა უნდა, ბევრ საფეხურს მოიცავს, თუმცა პასუხიმგებლობის, განათლებისა და მოტივაციის გარეშე წარმატების გარანტია ძალიან რთული იქნება.