Mariam Kajaia
როგორ ვაქციოთ პოტენციური მომხმარებელი აქტიურ მომხმარებლად?
„

როგორ შემიძლია ჩემი პოტენციური მომხმარებლები აქტიურ მომხმარებლებად
ვაქციო?’’ - ეს არის კითხვა, რომელიც ყოველთვის აწუხებს ბიზნესის სექტორს. ზოგჯერ
კომპანიას აქვს პოტენციური მომხმარებლების უზარმაზარი ბაზა, მაგრამ ყოველთვის
ვერ აქცევს მათ რეალურ კლიენტებად, რაც დანაკარგებს იწვევს. ახალი
მომხმარებლების მოზიდვის მეთოდების შემუშავებისთვის, უპირველეს ყოვლისა,
თქვენ უნდა დაყოთ თქვენი მომხმარებლები, დაალაგოთ ისინი კრიტერიუმების
მიხედვით და განსაზღვროთ მათი ,,შესაძლებლობები’’.
პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ განსხვავება პოტენციურ და ამჟამინდელ
მომხმარებელს შორის!
ვინ არის პოტენციური კლიენტი?
პოტენციური მომხმარებელი არის მომხმარებელი, რომელიც შეიძლება დაინტერესდეს
თქვენი სერვისებით. ეს არის სტუმარი მომხმარებელი, რომელიც გაეცნო თქვენს
მომსახურებას, ეწვია თქვენს ვებსაიტს ან გვერდებს სოციალური მედიის
პლატფორმებზე თუმცა შედეგი არ არის. ის ისევ პოტენციურ მომხმარებლად რჩება,
რადგან ის შორიდან გაკვირდებათ.
ვინ არის აქტიური, ამჟამინდელი კლიენტი?
აქტიური კლიენტი არის რეალური მომხმარებელი, რომელმაც უკვე ისარგებლა თქვენი
სერვისით ან შეიძინა თქვენი პროდუქტი. ისინი შედარებით მარტივ სამიზნე
მომხმარებლების ჯგუფს ქმნიან, მათი დაინტერესება და მოზიდვაც გამარტივებულია
ისეთი შეთავაზებებით, როგორიცაა, მაგალითად, ფასდაკლებები.
გაამარტივეთ კომუნიკაცია
მომხმარებელს სჭირდება მარტივი კომუნიკაცია ზედმეტი გართულებების გარეშე.
ექსპერტების მიერ ჩატარებულმა კვლევამ ასეთი შედეგი აჩვენა: ერთ-ერთი საუკეთესო
გადაწყვეტილება თქვენი კომპანიის ნომრების სტანდარტიზაციაა, განსაკუთრებით თუ
თქვენ გაქვთ ბევრი ფილიალი და თითოეულ ფილიალს აქვს განსხვავებული ან ერთზე
მეტი ნომერი. დააკავშირეთ ყველა ფილიალი ერთიან ნომერთან, რომელიც მარტივი
რიცხვებისგან იქნება შედგენილი.
პოტენციურ მომხმარებელს სიამოვნებს ყურადღება. სწრაფი რეაგირება და
ინფორმაციის აკურატულად მიწოდება გაზრდის სანდოობას თქვენ მიმართ.
შეინარჩუნეთ კავშირი
თქვენი პოტენციური მომხმარებლების რეალურ მომხმარებლებად გარდაქმნის ერთ-
ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სტრატეგია არის მათთან მუდმივი კომუნიკაციის
შენარჩუნება, რადგან პოტენციურ კლიენტს ჯერ კიდევ აქვს ბევრი კითხვა კომპანიის,
მისი სერვისებისა და პროდუქტების შესახებ.
ადამიანებამდე ინფორმაციის მიტანის სხვადასხვა გზები არსებობს: ქოლ ცენტრის
სისტემა, კონტაქტი მეილის საშუალებით, რეკლამები, ბანერები. დღესდღეობით
ყველაზე აქტუალური და მარტივი სოციალური მედია გვერდების საშუალებით
კომუნიკაციაა.
შეისწავლეთ პოტენციური მომხმარებლები
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელზეც აუცილებლად უნდა
გაამახვილოთ ყურადღება არის თქვენი მომხმარებლების ხასიათის განსაზღვრის
სტრატეგია და მათი მონაცემების/ინტერესების ცოდნა, რადგან ამ ინფორმაციის
საფუძველზე თქვენ შეძლებთ ჩამოაყალიბოთ თქვენი შეთავაზებები.
ეს სტრატეგია ავითარებს კომუნიკაციას მომხმარებელთან, რადგან, როგორც ყოველ
დღიურ ურთიერთობებში ხდება, რაც უფრო კარგად ვიცნობთ ადამიანს და მეტი ვიცით
მასზე, მით მეტის შეთავაზება შეგვიძლია.
ყველაზე წარმატებულ გაყიდვების გუნდს ქმნიან ის ადამიანები, რომლებიც მუშაობენ
სტრუქტურულად და ორგანიზებულად. აყალიბებენ გულწრფელ, ადამიანურ
ურთიერთობებს როგორც პოტენციურ, ასევე არსებულ მომხმარებელთან და როგორც
ბოლოს აღვნიშნეთ, იცნობენ მათ და მათ სურვილებს.