Transparent white.png
  • Mariam Kajaia

სეტ გოდინი- "მსოფლიოში ყველაზე ცუდი ბოსი"

ეს შეიძლება შენ იყო?!

ხარ თუ არა თვითდასაქმებული, შენი თავის ბოსი შენ ხარ. შენ მართავ შენს კარიერას,

შენს დღეს, შენს პასუხებს. შენ განსაზღვრავ როგორ გაყიდო შენი პროდუქტი, შენი

ცოდნა და თუ როგორ ელაპარაკო საკუთარ თავს.

სიმართლე ისაა, რომ შენ ამას ცუდად აკეთებ.





შენი ხელმძღვანელი ისე რომ გელაპარაკებოდეს, როგორც საკუთარ თავს ელაპარაკები,

მუშაობას შეწყვეტდი. შენ რომ გყავდეს ბოსი, რომელიც იმდენ დროს კარგავს,

რამდენსაც შენ, მას გაათავისუფლებდნენ. ორგანიზაცია თავისი თანამშრომლების

განვითარებაზე ისევე, რომ ზრუნავდეს როგორც შენ, ის გაკოტრდებოდა.

მე მიკვირს თუ რამდენად ხშირად ირჩევენ ადამიანები მარცხს, როდესაც

დამოუკიდებლად მოქმედებენ ან იმ იშვიათ სამსახურში აღმოჩნდებიან, რომელიც

უბიძგებს მათ დღის წესრიგის შექმნის და საკუთარი თავის მართვისკენ. რაიმეს

დაძლევის თავისუფლების წინაშე დამდგარნი, ისინი ჩერდებიან, ყოყმანობენ და

საბოლოოდ იჭრებიან.

ჩვენ გვაოცებს როდესაც ვხვდებით ვინმეს ვინც თვითრეალიზებულია. ვინც პოულობს

გზას როგორ იმუშაოს სახლიდან ეფექტურად, შემდეგ კი ამას, სამსახურის

პარალელურად, ორ წლიან მოგზაურობად გარდაქმნის- ხელში ლეპტოპი და მსოფლიოს

გარშემო მოგზაურობა. ჩვენ შოკში გვაგდებს, როდესაც ვინმე თავის საღამოებსა და

დასვენების დღეებს ახალი ცოდნის მიღებაში ატარებს ან ახალ სარგებლიან ბიზნესს

იწყებს. ჩვენ გვშურს როცა შევეჩეხებით ადამიანს, რომელმაც ისწავლა როგორ

გაიკვლიოს გზა ბედნიერებისკენ, თითქოს ეს იშვიათია და არავის სურს.

ცოტა კარგი წიგნი არსებობს კარგ მენეჯმენტზე, უფრო ცოტა საკუთარი თავის

მენეჯმენტზე. ძნელია იფიქრო უფრო მნიშვნელოვანი რამის სწავლაზე.

61 views0 comments