top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureMariam Kajaia

ციფრული მარკეტინგი და პანდემია

ძნელია მოვძებნოთ სხვა ისეთი მოვლენა, რომელმაც ბიზნესზე პანდემიის მსგავსი კატასტროფული გავლენა იქონია. თუმცა, ამხელა ნეგატივში, რა თქმა უნდა, პოზიტიურიც უნდა ვეძებოთ და ეს ციფრული მარკეტინგია. პანდემიის პერიოდში ყველა ტიპის ბიზნესმა, პატარამ თუ დიდმა საკუთარი მარკეტინგი ციფრულად აქცია და ამითი ‘’თავიც გადაირჩინა’’.


წინა წელს ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი 20%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე მეტად პატარა ბიზნესს დაეხმარა. სოც. მედია მარკეტინგმა უკვე მრავალი კვლევით აჩვენა, რომ ბევრად ეფექტური ლიდები მოაქვს და გაყიდვებიც მეტია, ვიდრე ეს სტანდარტული მარკეტინგის შემთხვევაში ხდება.

როგორ მივიდეთ გამართულ ციფრულ მარკეტინგამდე?

· გახადეთ თქვენი ბრენდი ცნობილი - გაზარდეთ ცნობადობა და ეცადეთ რომ მარტივად იძებნებოდეთ ონლაინ სივრცეში.

· ჩადეთ მეტი ინვესტიცია სოციალურ მედია მარკეტინგში - სოც. მედია რეკლამირებას უამრავი ახალი კლიენტის მოყვანა შეუძლია და ბევრად მეტი მოგების, ვიდრე ხარჯავთ.

· შეისწავლეთ თქვენი აუდიტორია - ვინ არიან თქვენი მყიდველები? რა მოწონთ მათ? რა მოუნდებათ მათ მომავალში? ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ გქონდეთ სწორი სტრატეგია და გეგმა, რაც შესაბამისად, მეტ რეალურ კლიენტს უდრის.



1. SPOTIFY

ციფრული მარკეტინგის ძალიან კარგი მაგალითია Spotify-ს კამპანია #yearwrapped .

კომპანიამ თითოეულ მომხმარებელს მათი ყველაზე ხშირად მოსმენილი არტისტების, ჟანრისა და სიმღერების სტატისტიკა გაუკეთა ერთი წლის განმავლობაში, რომელთა გაზიარებაც სოციალურ ქსელებში შეეძლოთ.

თვითერის მონაცემებით, კამპანიის ფარგლებში 1.2 მილიონი პოსტი განთავსდა, ხოლო ინსტაგრამზე 60 მილიონზე მეტი სთორი დაიდო მომხმარებლების მიერ. რთული მისახვედრი არაა თუ რამდენად გაზრდიდა კონკრეტული კამპანია Spotify-ს მომხმარებელთა რიცხვს.




2. PRINGLES - #PLAYWITHPRINGLES


Pringles-ის კამპანია ტიკტოკზე, რომელმაც მთელი სივრცე მოიცვა. #PlayWithPringles - ის ჰაშთაგის ქვეშ 270 მილიონი ვიდეო შეიქმნა. კამპანიის წარმატების მიზეზი სხვადასხვა, უბრალო ადამიანების მიერ პროდუქტის არამიზნობრივი რეკლამირება იყო, რომელიც 15 წამიანი ვიდეოების სახით ხდებოდა.




3. DOVE – #SpeakBeautiful


მსოფლიოში ქალების 80% სოციალურ მედიას ნეგატიურად აფასებს. Dove-ის მიზანი ამ დამოკიდებულებისა და სოციალურ ქსელებში არსებული სილამაზის სტანდარტების შეცვლა იყო. თვითერზე დაწყებული კამპანია #SpeakBeautiful ემოციური და სამიზნე აუდიტორიაზე უზუსტესად გათვლილი კამპანიაა, რომელმაც კომპანიას 800 მილიონ მოწონებაზე მეტი და 170 ათასჯერ გამოყენებული ჰაშთაგი მოუტანა.











27 views0 comments
bottom of page