top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureMariam Kajaia

2021 წლის გაყიდვების ტრენდები


როგორ ჩაიარა 2020-მა წელმა თქვენი ბიზნესისთვის?


ალბათ უმრავლესობა თქვენგანს ამ კითხვაზე მსგავსი პასუხი აქვს.

ყველამ ვიცით რამდენად რთული და გამოწვევებით სავსე იყო 2020. პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკაზე, ბიზნესებზე. კომპანიების უმრავლესობას მოუწია სტრატეგიის მთლიანად შეცვლა (5 ძირითადი გაყიდვების სტრატეგია პანდემიის პერიოდში), რათა მორგებოდა შექმნილ ვითარებას და დაესტაბილურებინა გაყიდვების დაღმავალი დინამიკა.

ყველაფრისდა მიუხედავად, მაინც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუხედავად იმისა, რომ 2020-ში სამყარო გაჩერდა, ბიზნესებმა მაინც გააგრძელეს ასრებობა.


გაინტერესებთ რას უნდა ველოდოთ 2021-ში?


მაშინ კარგად მოკალათდით, რადგან დღევანდელ ბლოგში წლევანდელი წლის გაყიდვების იმ მთავარ ტრენდებზე მოგიყვებით, რომლებიც დაგეხმარებათ იყოთ უფრო წარმატებულები და გაზარდოთ გაყიდვები.


თქვენი აზრით რომელია 2021 წლის პირველი და ყველაზე აუცილებელი ტრენდი?

დიახ, ონლაინ პოზიციონირება და გაყიდვები.


ონლაინ გაყიდვებს წინა წლების განმავლობაშიც საკმაოდ მზარდი დინამიკა ჰქონდა, მაგრამ პანდემიის ფონზე ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო სწრაფად გაიზარდა. თუ 2019 წლის მონაცემებით გარკვეულ პერიოდში, აშშ.-ში $266.84 მილიარდი დაგენერირდა, ეს მაჩვენებელი 2020 წელს უკვე $347.26 მილიარდს აღწევს. რაც 30.1%-იანი ზრდაა.


ონლაინ გაყიდვების ზრდის ტემპი მატულობს. შესაბამისად ცოტა ხნით უნდა დაივიწყოთ ტრადიციული ოფლაინ სტრატეგიები და მეტი ყურადღება ონლაინ არხებს დაუთმოთ. წელს ყველაზე მნიშვნელოვანი კომპანიისთვის ხარისხიანი და რელევანტური კონტენტის შექმნა იქნება, რომელიც მიაწვდის მომხმარებელს ყველა საჭირო ინფორმაციას პროდუქტისა თუ სერვისის შესახებ. დაიმახსოვრეთ, რომ სწორედ სოციალური მედიაა ის ადგილი, სადაც თქვენს მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია უნდა ჩამოაყალიბოთ (მარკეტინგიდან გაყიდვებამდე).


სწორი ონლაინ პოზიციონირება დაგეხმარებათ:

  • გაზარდოთ ბრენდის ცნობადობა

  • მოიზიდოთ მაღალკვალიფიციური ლიდები

  • და საბოლოოდ ეს ყველაფერი ასახოთ გაყიდვებში.

შესაძლოა აქამდე სულაც არ ხარჯავდთ ფულს ონლაინ არხებში და მაინც ახერხებდით გაყიდვების სტაბილური დინამიკა გქონოდათ, მაგრამ 2021 წელს ამას ნამდვილად ვერ შეძლებთ. შეხედეთ ამას, როგორც ინვესტიციას, რომელიც გარკვეულ პერიოდში აუცილებლად მოგიტანთ უკუგებას, გაყიდვების სახით.


პერსონალიზაცია:


ადრე თუ მომხმარებელი ამბობდა: „ ჩემი სახელი იციან!“

ახლა მას უჩნდება კითხვა: „ საიდან იციან ეს რომ ვიყიდე?“


დიახ, ნამდვილად ასეა! ონლაინ არხები თითქოს ჯაშუშებივით გვითვალთვალებენ და ელოდებიან რაიმე ქმედებას როდის განვახორციელებთ (რა დატვირთვა აქვს Data-ს დღევანდელ ცხოვრებაში). ეს კი მომხმარებელს უქმნის უსიამოვნო შეგრძნებას, რომ თითქოს მათთან ინტერაქციაში რობოტია და არა ადამიანი, რომელიც გულისხმიერი დამოკიდებულებით, კარგად გაიაზრებს მის საჭიროებებს და აქედან გამომდინარე შესთავაზებს პროდუქტს.

სამწუხაროა, მაგრამ პანდემიის ფონზე შესაძლოა 2021-შიც იშვიათად შეძლოთ მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაცია, ეს კი პერსონალიზაციის საკითხს ძალიან ართულებს.


და აი აქ, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა გაყიდვების წარმომადგენლებს ეკისრებათ.


მათ უნდა გააკეთონ ყველაფერი, რომ მომხმარებელს პირისპირ კომუნიკაციის დანაკლისი არ აგრძნობინონ; დაფოკუსიდნენ პოტენციური კლიენტების სათითაოდ შესწავლაზე, გაუგზავნონ მათ ინდივიდუალური ოფერები, შესთავაზონ მათზე მორგებული პროდუქტი (8 საფეხური მეტი გაყიდვებისთვის).

იცით, რომ სტატისტიკურად პერსონალიზებული კომუნიკაციის შემთხვევაში პოტენციური კლიენტის მომხმარებლად კონვერტაციის ალბათობა 69%-ით იზდება?

2021 წელი კი სწორედ ის დროა, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა მეტი გაყიდვების გენერირებისთვის.


CRM სისტემის დანერგვა


იცოდით, რომ ლიდების კონვერტაციის მაჩვენებელი, დახვეწილი CRM სისტემის არსებობის შემთხვევაში 300%-ით იზდება?

სწორედ ამიტომაა, რომ წლების განმავლობაში ეს საკითხი სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება და იმ კომპანიების რიცხვი, რომლებსაც CRM სისტემა აქვთ დანერგილი, მუდმივად იზრდება. თუ მსოფლიო მასშტაბით 2008 წელს 12% იყენებდა CRM-ს, დღეს ეს მაჩვენებელი 87%-ს აღწევს. ექსპერტების მოლოდინებით კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

წელს, როცა მომხმარებელთან პირისპირ კომუნიკაცის ხშირი საშუალება არ გვაქვს, ძალიან მნიშვნელოვანია პოტენციური კლიენტების შესახებ ყველანაირი ინფორმაციის შეგროვება.

შესაბამისად, CRM სისტემის არსებობა თქვენს კომპანიაზეც ძალიან დადებითად იმოქმედებს. ეს დაგეხმარებათ:

  • მოახდინოთ ლიდების კლასიფიკაცია.

  • შეხედოთ მომხმარებელს 360 გრადუსიანი რაკურსით.

  • გაიუმჯობესოთ პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია.

  • დაამყაროთ მომხმარებელთან მყარი ურთიერთობები.

თუ მაინც გგონიათ, რომ ეს არ გჭირდებათ, გაითვალისწინეთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ტოპ გაყიდვების გუნდების 49% სწორედ CRM თულს იყენებს. და იმ გაყიდვების წარმომადგენლების 65%, ვინც CRM-ის დახმარებით მუშაობს, უფრო დიდი ალბათობით განახორციელებს წლიურ KPI-ს.

თუ მოინდომებთ, შესაძლოა ამ სტატისტიკის ნაწილი თქვენც გახდეთ.


დრო ფულია


შესაძლოა ცოტა ბანალურად ჯღერს, მაგრამ დრო მართლაც ფულია...



რატომ?


წარმოიდგინეთ სიტუაცია: რომელიმე საიტზე ონლაინ რეგისტრაციას გადიხართ და ბოლო მომენტში რაღაც კითხვა გაგიჩნდათ. ამიტომ აგზავნით მეილს საფორთთან. რა არის პრობლემა? შესაძლოა საათობით ლოდინი მოგიწიოთ. შესაბამისად თქვენ დაკარგავთ ინტერესს და დარეგისტრირდებით იქ, სადაც დროულად მიიღებთ საჭირო ინფორმაციას.

ეს კი რას ნიშნავს? რომ კომპანია თქვენი სახით კარგავს პოტენციურ კლიენტს. ასეთი შემთხვევა კი ძალიან ხშირად ხდება. შესაძლოა თქვენს კომპანიაშიც. აი ამ წამს, როცა ამას კითხულობთ.

წარმოდგინეთ რამდენ პოტენციურ კლიენტს დაკარგავთ, თუ დროულად ვერ შეძლებთ მათთან კომუნიკაციას და საჭირო კითხვებზე პასუხის გაცემას.

ამიტომ უნდა გაიაზროთ, რომ 2021 წელი ის დროა, სადაც დრო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. მაგრამ წარმოიდგინეთ, რამდენად მეტი ადამიანი ყიდულობს ონლაინ და რამდენად მეტი რესურსი გჭირდებათ მათთან გასამკლავებლად.


რა უნდა მოიმოქმედოთ ამ დროს?


ჩვენდა საბედნიეროდ, არსებობს ჩატ-ბოტები. რაც ამ დაბრკოლების გადასახალად იდეალური გამოსავალაია.


მართალია პერსონალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ კარგად შედგენილი და სწორედაც რომ მომხმარებლის საჭიროებებზე აწყობილი ჩატ-ბოტი ყველა ვებსაიტსა და გვერდს სჭირდება.

ეს დაგეხმარებათ დაზოგოთ დრო, ძირითად კითხვებზე უმოკლეს დროში გასცეთ პასუხი თქვენს მომხმარებელს და პოტენციური მომხმარებლების დაკარგვის რისკი მინიმუმამდე დაიყვანოთ (გაყიდცების აკადემია).


ვიდეო კონტენტი


დასაწყისში ვახსენე, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ონლაინ არხებს გაყიდვების გენერირებისთვის.


როგორ ფიქრობთ, მეტი პოტენციურ კლიენტის დაინტერესებისთვის როგორი კონტენტია ყველაზე ეფექტური?


მარკეტერების გამოკითხვის შედეგად, 92% თვლის რომ ვიდეო კონტენტი ონლაინ სტრატეგიის მთავარი საყრდენია, ეს მაჩვენებელი კი 2015 წელს 78% იყო. შესაბამისად ვხედავთ, რომ წლების განმავლობაში რელევანტური ვიდეო კონტენტის არსებობა სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს ტენდენცია 2021 წელსაც გაგრძელდება.

იმავეს ამბობს გაყიდვების სტატისტიკაც.

კომპანია, რომელიც აქტიურად იყენებს ვიდეოს ონლაინ არხებში პოზიციონიერებისთვის , უფრო მეტ პოტენციურ კლიენტს ხვდება თვალში და შესაბამისად იზრდება გაყიდვების დინამიკის ზრდის ალბათობაც. მომხმარებლისთვის უფრო ხელშესახები და მარტივია ინფორმაციის ვიდეოდან მიღება. ეს თითქოს ავსებს იმ დანაკლისს, რასაც კომპანიის წარმომადგენლებთან პირდაპირი კომუნიკაცია ჰქვია.

ასე რომ, რატომაც არა?


მაშ ასე, მზად ხართ 2021-ისთვის?

ახლა როცა ეს ბლოგი წაიკითხეთ და უფრო მეტი იცით წლევანდელი ტენდენციების შესახებ შეგიძლიათ გადახვიდეთ მოქმედებაზე და თქვენი დასახული მიზნების მისაღწევად იბრძოლოთ კონკურენტუნარიან ბიზნეს სამყაროში.

დანარჩენს შემდეგ ბლოგში მოგიყვებით.


გისურვებთ წარმატებულ 2021-ს და კიდევ უფრო მეტ გაყიდვებს!



720 views0 comments
bottom of page