top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureMariam Kajaia

3 ქალი გაყიდვების ისტორიიდან!

8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა. გარდა ამისა, მარტი ქალთა ისტორიის თვეა, ამიტომ გადავწყვიტეთ ბოლო 150 წლის განმავლობაში სამ ყველაზე შთამაგონებელ ქალზე მოგიყვეთ, რომლებმაც გაყიდვების სფეროში ახალი სიტყვა თქვეს და უამრავი სხვა ქალის ინსპირაციად იქცნენ.



ანა ბისელი

ანა ბისელმა კარიერა 16 წლის ასაკში, მასწავლებლის პროფესიით დაიწყო. დაქორწინების შემდეგ, იგი ქმართან ერთად აწარმოებდა ჭურჭლის ბიზნესს გრანდ რაპიდსში, მიჩიგანში. 1976 წელს მისმა ქმარმა, მელვილმა, გამოიგონა რევოლუციური ხალიჩების საწმენდი (carpet sweeper), რომელიც მსოფლიოს ანამ გააცნო.


ანამ ყურადღება გაამახვილა დიასახლისებზე, რომლებსაც სურდათ შეემსუბუქებინათ ყოველდღიური სახლის ლაგების რუტინა და ისინი თავის #1 სამიზნე აუდიტორიად აქცია. ამან Bissell კომპანიის გაყიდვების ზრდა გამოიწვია, შემდეგი ნაბიჯი კი უნივერმაგებში პროდუქციის შეტანა იყო. ანამ, კომპანიის #1 გაყიდვების წარმომადგენელმა, შტატების გარშემო დაიწყო მოგზაურობა. უამრავი შეხვედრისა და მოლაპარაკების შემდეგ, მან დაარწმუნა მაღაზიების მფლობელები, გაეყიდათ სვიპერი. პროდუქტი ეროვნული ჰიტი გახდა.


ანა 46 წლის ასაკში, მის ქმრის გარდაცვალების შემდეგ, გახდა Bissell-ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი (პირველი ქალი ამერიკაში, რომელმაც ეს პოზიცია დაიკავა). მან შექმნა საფირმო ნიშნები და დაიწყო სვიპერების საერთაშორისო აუდიტორიისთვის გაცნობა -22 ახალ ქვეყანაში. პროდუქტმა იმხელა პოპულარობას მიაღწია, დედოფალი ვიქტორიაც კი ითხოვდა, რომ მისი სასახლე ყოველ კვირას "ბისელირებული" ყოფილიყო.


ანა იყო ერთ-ერთი პირველი ბიზნესის მფლობელი, რომელმაც თანამშრომლების საპენსიო გეგმები და კომპენსაცია უზრუნველყო. უდიდესი შრომისა და ისტორიის მქონე Bissell-ი დღესაც წარმატებული, საოჯახო კომპანიაა.



სარა ბრიდლავი (ანუ მადამ სიჯეი უოკერი)

პირველი ქალი ამერიკაში, რომელიც self-made მილიონერი გახდა. სარა ბრიდლავს მხოლოდ სამი თვის ფორმალური განათლება ჰქონდა. სარა იმ ეპოქაში შავკანიან ქალებს შორის გავრცელებული თმის ცვენის საკითხების მოგვარებას ცდილობდა, რომელიც დაბალშემოსავლიან მოსახლეობას აწუხებდა. მან შეიმუშავა თმის მოვლის საკუთარი ხაზი Madam CJ Walker Manufacturing Company-ის სახელით. შავკანიანი ქალების ძირითადი პროდუქტები იმ დროს ფოკუსირებული იყო თმის გასწორებაზე. მაგრამ სარას მოტივაცია იყო დახმარებოდა ქალებს ჯანსაღი, ბუნებრივი თმის ზრდაში და არა მის შეცვლაში.

სარამ პროდუქტის პოპულარიზაცია საერთაშორისო მასშტაბით დაიწყო ჰაიტიში, იამაიკაში, კოსტა-რიკაში და კუბაში. იგი ცნობილი გახდა, როგორც ბიზნესით, ასევე უდიდესი ქველმოქმედებითა და რაც მთავარია, აქტივიზმით აფროამერიკელების სახელით.


ბრაუნი უაიზი

ბრაუნი უაიზი ადრეული ასაკიდანვე, აქტივისტ დედასთან ერთად, პროფკავშირის შეხვედრებზე მოგზაურობდა და კარგად იცნობდა იმ პრობლემებს, რომლებსაც ქალები აწყდებოდნენ მუშაობის პროცესში. მოგვიანებით, როდესაც განქორწინებამ ის ახალგაზრდა მარტოხელა დედად დატოვა, მან გადაწყვიტა წარმატებისთვის დამოუკიდებლად მიეღწია.

ბრაუნი სახლში მართავდა წვეულებებს, რომლის მიზანი დროის ტარებასთან ერთად, გარკვეული პროდუქტის რეკლამირება იყო. ერლ ტუპერი, პლასტიკური კონტეინერების გამომგონებელი, იმდენად მოიხიბლა ბრაუნის პრეზენტირების უნარებითა და ცოდნით, რომ 1951 წელს თავისი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტობა შესთავაზა.


იმ დროს ადამიანები იყენებდნენ ლითონის ან შუშის ჭურჭელს საკვების შესანახად და სკეპტიკურად იყვნენ განწყობილმი პლასტმასის მიმართ. ბრაუნი კარდაკარ გაყიდვების ოსტატი იყო, იგი ათასობით ქალს ესტუმრა და საბოლოოდ მოახერხა, რომ გაყიდვები გაეზარდა.


ბრაუნიმ ააშენა გაყიდვების ორგანიზაცია ათასობით ქალის დაქირავებით, გახდა მისაბაძი მაგალითი იმ დროს, როდესაც საზოგადოება მოელოდა ქალების მხოლოდ სახლის საქმით დაკავებას. იგი იქცა გაყიდვების სფეროში ახალბედა ქალების ინსპირაციად და მაგალითად.

ბრაუნი გახდა პირველი ქალი, რომელიც გამოჩნდა Business Week-ის გარეკანზე. მისი გამოცდილება ათწლეულების განმავლობაში ახდენდა გავლენას კომპანიების გაყიდვების სტრატეგიებზე სხვადასხვა ინდუსტრიებში.

51 views0 comments
bottom of page