Mariam Kajaia
5 რამ, რაც ბინის შეძენამდე უნდა იცოდე...

1. იპოვეთ უძრავი ქონების ბროკერი
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ გასაყიდი სახლები დამოუკიდებლად, მაგრამ კარგი
ბროკერი დაგეხმარებათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და სახლის ყიდვის
პროცესში.
ბროკერს ასევე შეუძლია დაგეხმაროთ სახლებზე წვდომის მოპოვებაში
იქამდე, სანამ ისინი ონლაინ ბაზარზე მოხვდებიან. თქვენთვის შესაფერისი ბროკერის
მოსაძებნად, ესაუბრეთ მეგობრებს და ოჯახის წევრებს, რომლებმაც არც ისე დიდი ხნის
წინ იყიდეს ან გაყიდეს. მოძებნეთ ბროკერი, რომელსაც აქვს მყიდველებთან მუშაობის
გამოცდილება და კარგად იცის უძრავი ქონების სფეროს სპეციფიკა. დაიმახსოვრე: შენი
ბროკერი მუშაობს შენზე, მაგრამ არ იღებს შენგან თანხას იქამდე, სანამ სახლს არ იყიდი.
2. იფიქრეთ მომავალზე
კონკრეტული ბინის შეძენამდე განიხილეთ თქვენი გრძელვადიანი გეგმები. გეგმავთ
თქვენს ამჟამინდელ სამსახურში დარჩენას? Დაქორწინებას? ბავშვების ყოლას?
ბაზრიდან და თქვენი იპოთეკის პირობებიდან გამომდინარე შეძლებთ რამდენიმე
წელიწადში კვლავ დაფაროთ გრძელვადიანი კრედიტი? მსგავს კითხვებზე პასუხი
დაგეხმარებათ ისეთი ბინის შეძენაში, რომელიც მომავალში ზედმეტ ხარჯთან და
ენერგიის ხარჯვასთან არ იქნება დაკავშირებული.
3. კარგად დათვალეთ თქვენი ბიუჯეტი
იმის დასადგენად, თუ რამდენის დახარჯვა შეგიძლიათ სახლზე, ყურადღებით
დააკვირდით თქვენს ბიუჯეტს. გადახედეთ თქვენს საბანკო ანგარიშებს, რამდენს
ხარჯავთ ყველაფერზე, მობილური ტელეფონის გადასახადებიდან დაწყებული, თქვენი
ყოველკვირეული საკვების ხარჯით დამთავრებული. ეს საშუალებას მოგცემთ სწორად
განსაზღვროთ იპოთეკის ხარჯები და პირობები.
4. გაიცანით სამეზობლო და გარემო
ბინის ყიდვამდე კარგად შეისწავლეთ ტერიტორია. იარეთ სახლთან დღის
ნებისმიერ მონაკვეთში, გაიგეთ რა მანძილია უახლოეს სასურსათო მაღაზიამდე და სხვა
სერვისებამდე. მაშინაც კი, თუ ბავშვები არ გყავთ, გამოიკვლიეთ სკოლები,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების მარშრუტები თქვენს მიერ არჩეულ
ბინამდე და ეცადეთ გაიცნოთ მეზობლები, რადგან ეს ძალიან დიდ გავლენას ახდენს
თქვენი სახლის ღირებულებაზე.
5. გაიგეთ ბინის რეალური ღირებულება
უძრავი ქონების აგენტთან მუშაობა, რომელსაც ესმის საბაზრო ღირებულებები
მნიშვნელოვანია, თუ გსურთ თავიდან აიცილოთ ზედმეტი თანხის გადახდა. თხოვეთ
მას განახოთ მსგავსი სახლების ღირებულება იმავე უბანში, რათა დარწმუნდეთ, რომ
თანხას სწორად ხარჯავთ.

შეძენამდე მოითხოვეთ სახლის შემოწმება, იქნება ეს წყლისა
თუ გაზის მილები, ფანჯრების მდგომარეობა თუ სხვა, რათა შემდგომში თავი აარიდოთ
გაუთვალისწინებელ ზედმეტ ხარჯს.