ნათია მგელაძე
რა დატვირთვა აქვს Data-ს დღევანდელ ცხოვრებაში?

თუ ხარ ჰუმანიტარი, ალბათ, გძულს მათემატიკა და ტერმინები, როგორიცაა „მონაცემები“, „რაოდენობრივი ანალიზი“ და ა.შ. სინამდვილეში, ე.წ. „Data“ სჭირდება ყველას. მარტივად რომ ვთქვათ, მონაცემები არის სასარგებლო ინფორმაცია, რომელსაც შენ აგროვებ ორგანიზაციული გადაწყვეტილების მისაღებად და სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნისთვის. შეიძლება სულაც არ იყო უმაღლესი რგოლის მენეჯერი, მაგრამ საკუთარი გეგმის შესასრულებლად აუცილებლად უნდა ჩაატარო საფუძვლიანი კვლევა, გააანალიზო მონაცემები და მხოლოდ შემდეგ, დაიწყო მოქმედება.
არა აქვს მნიშვნელობა, რა მიმართულებით მუშაობ. გაყიდვების, ადამიანური რესურსების მენეჯერი ხარ თუ ბუღალტერი. ვიფიქრე და მინდა გაგიზიარო რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ არის მონაცემები ძალიან მნიშვნელოვანი და დღეს უკვე საკმაოდ აქტუალური.
აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრებას
მონაცემები გეხმარება დაისახო სწორი მიზნები და შეარჩიო საუკეთესო სტრატეგია იმისთვის, რომ შენი ბიზნეს საქმიანობით მეტი სარგებელი მოუტანო ადამიანებს და გააუმჯობესო მათი ცხოვრება, რაც ასევე აისახება შენს შედეგებზე.
მაგალითად, თუ ხარ გაყიდვების მენეჯერი, სწორი კვლევით ზუსტად იცი, რომელ სეგმენტს სჭირდება შენი პროდუქტი და რა მიმართულებით უნდა აწარმოო მათთან შესაბამისი კომუნიკაცია.
გეხმარება მიიღო სწორი გადაწყვეტილებები
Data = ცოდნას. კარგი მონაცემები იძლევა უდავო მტკიცებულებებს, ხოლო ვარაუდებმა ან აბსტრაქტულმა დაკვირვებამ შეიძლება გამოიწვიოს რესურსების არასწორი მიმართულებით გამოყენება და ზედმეტი ფინანსური ხარჯიც.
მაგალითად: თუ ხარ გაყიდვების მენეჯერი და ატარებ კვლევას კომპანიებს შორის, გაინტერესებს მათი აზრი შენი პროდუქტის შესახებ და გამოიკითხავ მხოლოდ ათ კომპანიას, ვერ მიიღებ სწორ შედეგებს. მონაცემების შეგროვება ნიშნავს საფუძვლიან კვლევას და არა განზოგადებულ დასკვნებს.
გამზადებს გამოწვევებისთვის
სწორი მონაცემები საშუალებას გაძლევს სწორად დაგეგმო მომავალი ბიზნეს საქმიანობა და გათვალო ყველა შესაძლო რისკი, კრიზისის პერიოდშიც.
იღებ სასურველ შედეგს
შენ შეგიძლია აკონტროლო სტრატეგიის სისწორე მონაცემებზე დაყრდნობით. ამავდროულად, ნებისმიერ დროს შეგიძლია შეცვალო სტრატეგია და დააკვირდე მოვლენების განვითარებას. გაქვს საშუალება რომ მიაღწიო ზუსტად იმას, რაც გსურს.
გეხმარება პრობლემების გადაჭრაში
მონაცემებზე დაყრდნობით, დროულად აღმოაჩენ პრობლემებს და მოიფიქრებ გადაწყვეტას. შესაძლებელია, პრობლემა იყოს კომპანიის შიდა კომუნიკაციის კუთხით, რაც გარკვეულ ეტაპზე, აუცილებლად გამოჩნდება.
დაინახავ საკუთარი ძლიერ და სუსტ მხარეებს
პროცესში შენ ხედავ, რა გამოგდის ყველაზე კარგად შენ და შენს კოლეგებს. შესაბამისად, ძალისხმევას მიმართავთ კონკრეტული მიმართულებით.
შენს ორგანიზაციას, ალბათ, უკვე აქვს მონაცემების უმეტესი ნაწილი, რომელიც გჭირდება ანალიზის დასაწყებად. HR ოფისი ალბათ უკვე აკონტროლებს მონაცემებს პერსონალთან დაკავშირებით. ალბათ გყავს სულ მცირე ერთი ადამიანი ორგანიზაციაში, რომელსაც აქვს Excel- ში მუშაობის გამოცდილება. უამრავი უფასო რესურსი არსებობს ონლაინ რეჟიმში, რომლის საშუალებითაც შეგიძლია დაიწყო. თუმცა, მხოლოდ ექსელი დღეს უკვე საკმარისი არ არის.
არსებობს მონაცემების შეგროვების უამრავი პროგრამული უზრუნველყოფა. შეიძლება ეს იყოს მარტივი СRM სისტემა გაყიდვების მენეჯერებისთვის, აღრიცხვის პროგრამა ბუღალტრებისთვის ან იარპი სისტემა მსხვილი ორგანიზაციებისთვის. თუმცა, ამასთან ერთად გჭირდება ამ პროგრამებიდან ამოღებული მონაცემების ანალიზი და დაკვირვება რომ მიიღო სწორი მენეჯერული გადაწყვეტილებები.
მაგალითად: CRM სისტემა გაძლევს მონაცემებს გაყიდვების შესახებ კონკრეტული პერიოდისთვის. არსებობს ცალკე მონაცემთა ანალიზის სისტემები, რომლებიც გკარნახობენ, დროის რომელ მონაკვეთში გეყიდება კონკრეტული პროდუქტი ყველაზე დიდი რაოდენობით? მეტიც, კონკრეტულად როგორ ამინდში გეყიდება? დღის რომელ მონაკვეთში?
გაყიდვების მენეჯერებისთვის მნიშვნელოვანია ჰქონდეს ინფორმაცია შემდეგ მონაცემებზე:
· მთლიანი შემოსავალი
· მთლიანი გაყიდვები დროის პერიოდის მიხედვით
· ინფორმაცია გაყიდვების არხების და მათი ეფექტურობის შესახებ
· შემოსავალი პროდუქტის მიხედვით
· შემოსავალი გაყიდვების აგენტების მიხედვით
· წლის განმავლობაში (YOY) ზრდა
· მიზეზები, რის გამოც მომხმარებელი უარს ამბობს პროდუქტზე / მომსახურებაზე.
მსგავსი ინფორმაციის შეგროვება / ანალიზი შესაძლებელია მარტივი CRM სისტემებით (რომლებსაც აქვთ ქლაუდ ვერსიაც, შესაბამისად, ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია აკონტროლო მიმდინარე პროცესები), მაგალითად:
https://dynamics.microsoft.com/en-us/
გარდა ამისა, დანერგვის გუნდი გეხმარება ააწყო შენზე მორგებული სისტემა, რაც უფრო ამარტივებს ყოველდღიურ რუტინას და მოგცემს შესაძლებლობას, სასარგებლო ინფორმაციასთან ერთად, დაზოგო დროის მნიშვნელოვანი ნაწილი.