Guga Kobakhidze
რას ნიშნავს კორონა ვირუსი მარკეტერებისთვის?
Updated: Apr 15, 2020

ამ დროისთვის კორონავირუსზე უკვე ბევრი რამე გეცოდინებათ.
სამწუხარო რეალობაა, რომ ის სწრაფად ვრცელდება და გავრცელებას კიდევ გარკვეული დროით გააგრძელებს. ვირუსის სწრაფმა გავრცელებამ და პრევენციის მიზნით მიღებულმა ზომებმა დიდი ზეგავლენა იქონია სხვადასხვა ბიზნეს სექტორზე. მსოფლიოში განვითარებული ბიზნეს ტრენდების და ეკონომიკური კრიზისის დანახვა მკაფიოდ არის შესაძლებელი სხვადასხვა სექტორების შიდა პროცესებში ჩახედვით.
იმისათვის რომ განვიხილოთ ამ გლობალური გამოწვევის მნიშვნელობა მარკეტინგის ინდუსტრიაზე, აუცილებელია ჩამოვთვალოთ ის რამოდენიმე დეტალი, რაც მარკეტერებმა არ უნდა გააკეთონ.
არ გამოიყენოთ სიტუაცია:
პირველ რიგში ვხედავთ, რომ ადამიანები შიშის სათავისოდ გამოყენებას ცდილობენ. გლობალური პანდემიის გამოცხადების შედეგად, მსოფლიოში რეცესიული სურათი გამოიკვეთა მოთხოვნა მიწოდების კუთხით, რაც კიდევ გაუარესდა იმის შემდეგ, რაც ადამიანებმა დაიწყეს შიშის ფაქტორის სათავისოდ გამოყენება.
ელექტრონულ კომერციულ ბაზარზე ანუ ისეთ პლათფორმებზე როგორიც არის eBay, გამოიკვეთა არაეთიკური მარკეტინგული სტრატეგიები, სადაც ძირითადად გადამყიდველები ცდილობდნენ სამედიცინო ნიღბებისა თუ სადეზინფექციო ხსნარების შეძენას და გაძვირებულ ფასად გაყიდვას. აღსანიშნავია რომ, ბიზნესის წარმატებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენა და ბიზნესის ეთიკის დაცვა. აუცილებელია გაითვალისწინოთ რომ ასეთი გზებით ფულის გაკეთბა არის არაეთიკური, და მოკლე ვადაში ნაშოვნი ფინანსური სახსრები გრძელვადიან პერსპექტივაში მჭიდრო კონფლიქტში შევა თქვენი ორგანიზაციული თუ პერსონალური ბრენდის რეპუტაციასთან.
ვინაიდან ეს საკითხი გავარკვიეთ, ახლა შემდეგი კითხვა უნდა დავსვათ: რას ნიშნავს კორონავირუსი მარკეტერებისთვის?
ბიზნეს სექტორს გარკვეული დროის განმავლობაში ბრძოლა მოუწევს:
მრავალ ბიზნესს მოუწევს თვითგადარჩენისთვის ბრძოლა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, რადგანაც მათ დანაკარგების ანაზღაურება დასჭირდებათ. მაგალითად, ჩინეთში ვირუსმა საცალო გაყიდვები 20.5%-ით შეამცირა და თებერვალში უმუშევრობის დონე 6.2%-მდე გაიზარდა.
როდესაც Apple-ის მსგავსი ბრენდები (იხილეთ პოდკასტი: სანამ ხარ ბიზნესში, ხარ ბრენდინგში) მაღაზიებს ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კეტავენ, შედეგად ნაკლები შემოსავალი და ნაკლები მოგება აქვთ. რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ, რომ დროებითი დახურვის პერიოდში თავიანთ თანამშრომლებს ხელფასი გადაუხადონ, მაგრამ შედარებით წვრილ კომპანიებს არ გააჩნიათ კრიზისების სამართავად საჭირო ბიუჯეტი.
სავარაუდოდ, საბოლოო ჯამში COVID-19 მსოფლიო ეკონომიკას 2.7 ტრილიონი დოლარი დაუჯდება. სამწუხაროა რომ, ეს დანაკარგი არა მხოლოდ ფულადი სახსრებს ეხება არამედ მომხმარებლებსაც.
ვებ-საიტების ვიზიტორების რაოდენობა ინდუსტრიების უმრავლესობაში შემცირდა:
მანამ სანამ მონაცემებს ჩავუღრმავდებით, დააკვირდით იმას, რომ ყურადღებას მხოლოდ ერთ რომელიმე ქვეყანაზე არ ვამახვილებთ. აუცილებელია რომ ესეთი ტრენდი გლობალურ პერსპექტივაში განვიხილოთ. გარდა ამისა, ამ კვლევაში არ არის გამოყენებული ისეთი ვებ-გვერდები რომელთაც თვეში 5000-ზე ნაკლები მნახველი ჰყავთ, ვინაიდან ისინი მიდრეკილნი არიან მკვეთრი რყევისკენ მაშინაც კი, როცა არ არსებობს გლობალური პრობლემები.
Ubersuggest ის დახმარებით, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციის გადმოსახედიდან გეტყვით, რომ წინა კვირას ვებსაიტების ვიზიტორთა რაოდენობის დიდი ვარდნა შევნიშნეთ იმ ინდუსტრიების უმრავლესობაში, რომელთაც თვალს ვადევნებთ. თუ ახალი ამბების ინდუსტრიაში ან ფინანსურ სფეროში იმყოფებით, თქვენი ვებსაიტების მნახველების რაოდენობა ცამდე გაიზრდებოდა, ხოლო თუ ტურიზმის ინდუსტრიაში მუშაობთ, ვიზიტორების რაოდენობის მასიურ კლებას შეამჩნევდით.
ინდუსტრიების უმრავლესობისთვის მომხმარებელთა რაოდენობაც შემცირდა:
მომხმარებელთა კოეფიციენტის გადმოსახედიდან კლება ინდუსტრიების უმრავლესობაშიც დავინახეთ. ფინანსურ სექტორშიც კი, რომელშიც ვებსაიტების მნახველთა რაოდენობა დიდია, მომხმარებელთა რაოდენობამ დაიკლო.
რაც შეეხებათ ახალი ამბების ვებ-საიტებს, მათ მომხმარებელთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ჰქონდათ, ვინაიდან ბევრი მათგანი ანაზღაურებას იმაში იღებს, რომ ხალხმა მათ საიტებზე განახლებული ინფორმაცია იკითხოს.
მაგალითად, Washington Post-ზე უფასოდ მხოლოდ გარკვეული რაოდენობის კონტენტის კითხვა შეგიძლიათ მანამ, სანამ არ დაინახავთ შემდეგი სახის შეტყობინებას:
ხალხს არ უნდოდა კორონავირუსთან, პოლიტიკასა და ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოტოვება არეულობის გამო, აქედან გამომდინარე ახალი ამბების ვებსაიტებმა დიდი მოგება ნახეს.
და ისეთმა სექტორებმა, როგორიცაა მაგალითად ტურიზმი, მიმდინარე პერიოდში მომხმარებლებს დიდი ფასდაკლება შესთავაზეს, რაც ვებსაიტების მომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას ხელს უშლის. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინი ჯერ კიდევ შემოსავლების დიდ კლებას განიცდიან.
მონაცემები რეკლამაზე დაწკაპუნების ღირებულების შესახებ
მიუხედავად იმისა, რომ იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც ისეთ რაღაცებს ეძებენ, როგორიცაა ავიაბილეთები ან სასტუმროები, საგრძნობლად შემცირდა. დაწკაპუნების ღირებულების შემცირება მაინც ვერ დავინახეთ, მაგრამ ჩვენ შევამჩნიეთ, რომ შენაძენის ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რეკლამაზე დაწკაპუნებაში ისევ იგივე თანხის გადახდა შეგიძლიათ, მაგრამ პროდუქციის ფასი ინდუსტრიების უმრავლესობისთვის გაიზარდა. თუ რა თქმა უნდა, ისეთი პირველადი მოხმარების საგანს არ ყიდით, როგორიც არის ტუალეტის ქაღალდი.
და რას ნიშნავს ეს მარკეტერებისთვის?
“Be Fearful When Others Are Greedy and Greedy When Others Are Fearful”-უორენ ბაფეტი
თქვენ დაინახავთ, რომ კადრები შემცირდება, ვინაიდან, ექსპერტები ამბობენ, რომ ჩვენ რეცესიაში აღმოვჩნდებით.
ისეთი მილიარდერი ინვესტორიც კი, როგორიცაა კარლ აიკანი, ამბობს, რომ ბაზარს ვარდნის უფრო მეტი შესაძლებლობა აქვს და უნდა ველოდოთ, რომ ფასების ვარდნა კიდევ დიდხანს შეიძლება გაგრძელდეს.
მაგრამ ორი კრიზისული შემთხვევიდან (დოტკომის კრიზისი 2000 წელს და უძრავი ქონების კრიზისი 2008 წელს) ვისწავლეთ, რომ ორმაგად გარისკვის საუკეთესო დრო არის სწორედ მაშინ, როცა სხვები ასპარეზზე არ ჩანან.
ეკონომიკური კრიზისის დროს თქვენ აღმოაჩენთ, რომ ნაკლები კონკურენტები გეყოლებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგი უფრო მარტივად და სწრაფად მიიღება, (მოისმინეთ პოდკასტი: პატარა ნაბიჯებით დიდი გაყიდვებისკენ - მეტი თუ შეიძლებოდა?). ამ თემაზე შემდეგი კუთხით იფიქრეთ: თუ ბაზარი ვარდნას გააგრძელებს, მსოფლიო მაშტაბით არსებული სხვადასხვა კომპანიები ვალების გადახდა გაუჭირდებათ. ეს იმას ნიშნავს, რომ ზოგიერთი კომპანია გაკოტრდება ან გაიყიდება, ან კიდევ ზოგიერთ მათგანს სახელმწიფო დაეხმარება. ზოგს ხარჯების შემცირება მოუწევს, რათა გადასახადები დაფაროს, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ძალიან რთული იქნება.
კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს თქვენთვის ნაკლებ კონკურენციას ნიშნავს.
თუ საკმარისად იღბლიანი ხართ და რეცესიის დროს ნაღდი ფული გაქვთ, ეს საუკეთესო დროა იმისთვის, რომ სხვა კომპანიები ან მათი აქტივები შეისყიდოთ.
მედია კომპანიების ყიდვა იდეალური ვარიანტია. რაც უფრო მეტი მომხმარებლის თვალს აკონტროლებთ, მომავალში მით უფრო მეტი ძალაუფლება გექნებათ. გარდა ამისა, მომხმარებელთა ინფორმირების კონტროლი იმის საშულებას გაძლევთ, რომ მომავალში გაყიდოთ ყველაფერი, რაც გენდომებათ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, თქვენ გაქვთ შესაძლებლობა ბაზრის წილი მოიპოვოთ.
ასე რომ, როცა ხედავთ, რომ კონკურენტები იკეტებიან ან მარკეტინგულ სვლებს ანელებენ, თქვენი მიზანი ფსონების გაორმაგება უნდა გახდეს. შესაძლოა, დიდი სარგებელი მოკლე დროში ვერ ნახოთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში, დიდ მოგებას აუცილებლად ნახავთ.
ყოველ ჯერზე, როცა ბაზარი 20%-ით ან უფრო მეტით იკლებს, აღდგენას დაახლოებით 536 დღე სჭირდება. ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენად შორს წავალთ ან ფსკერამდე როდის მივაღწევთ. ხოლო როცა ძალებს აღვიდგენთ, დაინახავთ, რომ თქვენი შემოსავალი და მარკეტინგული ხარჯების მომგებიანობა გაიზარდა.
ასევე საინტერესოა:
კორონა ვირუსის ზეგავლენა უძრავი ქონების ბაზარზე?