Guga Kobakhidze
რა ზეგავლენა მოახდინა კორონა ვირუსმა უძრავ ქონებაზე?
Updated: Apr 11, 2020

სარჩევი:
- ვირუსის ზემოქმედებაზე უძრავი ქონების სფეროში
- მოკლევადიანი პერსპექტივა
- საშუალოვადიანი პერსპექტივა
- გრძელვადიანი პერსპექტივა
როგორ იმოქმედებს კორონავირუსი უძრავი ქონების სფეროზე?
უძრავი ქონების ბაზარზე კორონავირუსის გავლენასთან დაკავშირებული გაურკვევლობიდან გამომდინარე, აღნიშნული სფეროს ექსპერტები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და ყურადღება მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან სტრატეგიებზე უნდა გამახვილდეს.
Keller Williams-ის მთავარი ეკონომისტი, რუბენ გონსალესი და სფეროს უფროსი ანალიტიკოსი, მიშელ ფიგსი, თვალყურს ადევნებენ კორონავირუსის პანდემიის ზეგავლენას უძრავი ქონების სფეროსა და ზოგადად ეკონომიკაზე.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ დაბალმა საპროცენტო განაკვეთებმა გაყიდვების ზრდა განაპირობა, რაც უძრავი ქონების აგენტებს საქონელზე მოთხოვნის შემცირების გადატანაში დაეხმარება. „დიდი რეცესიის“ (Great Recession) დროს მიღებული გამოცდილება, ხელს შეუწყობს უძრავ ქონებაზე მოთხოვნის ამჟამინდელი ვარდნის ეფექტურ მართვას; ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება ხელს შეუწყობს კლიენტებთან ურთიერთკავშირის დამყარებას, რათა მომხმარებელთა თვალში კომპანიამ შეინარჩუნოს წამყვანი პოზიციები. (იხილეთ ჩვენი პოდკასტი "კრიზისის მართვა დეველოპერულ ბიზნესში)
მოკლევადიანი პერსპექტივა
სოციალური დისტანცირება მსოფლიო მასშტაბით თავის კვალს ტოვებს, ვინაიდან კომპანიებმა შეაჩერეს წარმოების პროცესი. სწორედ ეს იქნება უძრავი ქონების გაყიდვების შემცირების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი.
უძრავი ქონების ბაზარი მარტის თვის მეორე კვირამდე მყარად იყო ამერიკის შეერთებული შტატების უმეტეს ტერიტორიაზე. იპოთეკური სესხების დაბალმა პროცენტმა კი ხელი შეუწყო გაყიდვებისა და რეფინანსირების განაკვეთის დროებით ზრდას.
გადადით ციფრულ ტექნოლოგიებზე:
- ყურადღება გაამახვილეთ პოტენციური მომხმარებლების წრის განსაზღვრის საშუალებებზე, რომლებიც გამორიცხავს პირისპირ კონტაქტს (მოისმინ;
- ვირტუალურად ჩაატარეთ ე.წ. ღია კარის დღეები და ყურადღება გაამახვილეთ თქვენი კატალოგისა და ვიდეო მიმართვების ციფრულ სივრცეში განთავსებაზე. ვირტუალურ სივრცეში არსებობა განაპირობებს მყიდველთა ინტერესის შენარჩუნებას, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი შეშფოთებულნი არიან კორონავირუსის გავრცელებით;
- დისტანციურად უმასპინძლეთ შეხვედრებს, ჩაატარეთ ვირტუალური კონსულტაციები მყიდველებისათვის და გააცანით მათ დაბალი საპროცენტო განაკვეთების მნიშვნელობა. ეს უკანასკნელი გააძლიერებს მყიდველთა ინტერესს, რომლებსაც სხვაგვარად, ასეთი ცვალებადი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა არ გასჩენოდათ ახალი იპოთეკური სესხის აღების სურვილი.
საშუალოვადიანი პერსპექტივა
სოციალური დისტანცირებიდან გამომდინარე, კომპანიები თანამშრომელთა განთავისუფლებას იწყებენ, რაც აუცილებლად გაახანგრძლივებს ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, რომლებიც ეხება მსხვილბიუჯეტიანი საცხოვრებელი სახლებისა და გადასაადგილებელი საშუალებების შესყიდვას - ამას გარდა, დასუსტდება მიწოდების ჯაჭვი, მათ შორის იქნება ახალი სახლებისათვის საჭირო სამშენებლო მასალების დეფიციტი.
„მეორე კვარტალი ყველაზე მძიმე გავლენას მოახდენს უძრავი ქონების ბაზარზე. იმ ფაქტმა, თუ როდის დაიწყებს კორონავირუსის გავრცელება შემცირებას და როდის დაუბრუნდება ცხოვრება ნორმალურ რიტმს, შესაძლოა განაპირობოს გაყიდვების სტიმულირება მესამე ან მეოთხე კვარტალში, თუმცა ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, გადარჩება თუ არა ეკონომიკა და საკრედიტო ბაზარი მძიმე დანაკარგების გარეშე,” - აცხადებს გონსალესი.
Keller Williams-ის აღმასრულებელი დირექტორი და თანადამფუძნებელი, გარი კელერი, კომპანიებს ურჩევს ბიზნესის პროცესების რეინჟინერიას, პერსონალური ქონებისა და ხარჯების გადახედვას, მიუხედავად იმისა, პირველი კვარტალი მათი ბიზნესისათვის რეკორდული იყო თუ არა.
„გადახედეთ ყველაფერს. გადახედეთ ყველა საქონელს, ყოველ თვე და არ გაჩერდეთ 2021 წლის იანვრამდე. გაგიკვირდებათ, თუ რამდენი რამ გამოგრჩათ ყოველ ჯერზე. თქვენ ხშირად წაგახალისებთ ის ფაქტი, თუ რამდენი რამის დაზოგვა შეძელით, შემდეგ თვეში კი აღმოაჩენთ, რომ კიდევ უფრო მეტის დაზოგვა შეგიძლიათ,“ - ამბობს გარი კელერი.
კელერი ხაზს უსვამს, რომ პოტენციური კლიენტების განსაზღვრა იქნება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე და კომპანიებს დასჭირდებათ კიდევ უფრო დიდი შრომა, რათა შეასრულონ გაყიდვების დასახული გეგმა.
„ამ თემაზე იფიქრეთ ესეთნაირად: რაოდენობა ადამიანებისა, რომლებთან ერთადაც შეგიძლიათ საქმის გაკეთება, არასოდეს არ არის ნულის ექვივალენტური. ჯერ კიდევ არსებობენ ადამიანები რომლებსაცს ჭირდებით, უბრალოდ თქვენ ორჯერ მეტად უნდა იშრომოთ, რათა იპოვოთ ისინი. 2011 წელსაც კი, „დიდი რეცესიის“ ყველაზე მძიმე წელს, თითო აგენტის საქმის რაოდენობა თითქმის იგივე იყო, რაც 2019 წელს. ნუ შეცდებით, წინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა,“ - ამბობს გარი კელერი.
დარჩით კონტაქტზე:
- შეიტანეთ წვლილი - თანმიმდევრულად მიჰყევით მყიდველებსა და გამყიდველებს, რათა დაინახონ თუ როგორ შეგიძლიათ მათი მხარდაჭერა და საქონლის ღირებულების შეთავაზება ასეთ არასტაბილურ გარემოში;
- მოახდინეთ მყიდველებისა და გამყიდველების ფოკუსირება საცხოვრებელი სახლის მფლობელობის გრძელვადიან პერსპექტივებზე;
- შეზღუდეთ თქვენი ბიზნესისა და პირადი ქონების ხარჯები და ისწავლეთ ცხოვრება ნაკლები ბიუჯეტით;
- მიიღეთ თქვენთვის და თქვენი კომპანიისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია მთავრობის პროგრამებთან დაკავშირებით, რომლებიც დაეხმარება თანამშრომლებს, კომპანიის მფლობელებსა და საცხოვრებელი სახლის მყიდველებს, შემდეგ კი გაავრცელეთ ყველაზე რელევანტური ინფორმაცია.
გრძელვადიანი პერსპექტივა
„დიდი რეცესიისაგან“ განსხვავებით, სესხის გამცემმა ორგანიზაციებმა თავი უნდა შეიკავონ სახლების მასობრივი ჩამორთმევით იმ პირთათვის, ვისაც არ აქვს მათი გამოსყიდვის საშუალება. თუმცა, „მნიშვნელოვანი იქნება მთავრობის დახმარება მათთვის, ვინც კორონავირუსის გამო დაკარგა სამსახური ან დროებით ვერ ახერხებს სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას,“ - ამბობს გონსალესი. საცხოვრებელ სახლებზე ფასთა სტაბილიზაციაში დიდ გავლენას იქონიებს პროგრამები, რომლებიც ეხმარება საცხოვრებელი სახლის პატრონებს შეინარჩუნონ იპოთეკური სესხები.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვართ იმავე სიტუაციაში, რომელმაც უკანასკნელი რეცესიის განმავლობაში საცხოვრებელ სახლებზე ფასების მნიშვნელოვანი ვარდნა გამოიწვია, ჩვენ ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი მოვლენათა განვითარებას, ვინაიდან მოთხოვნა გადამწყვეტ მნიშვნელობას იქონიებს არა მხოლოდ მიწოდებაზე, არამედ, მოსახლეობის უნარზე განაგრძონ სესხების დაფარვა,“ - აღნიშნავს გონსალესი.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენად სწრაფად დაუბრუნდება მოვლენები ნორმალურ მდგომარეობას, ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. „ეს მთლიანად იმით იქნება ნაკარნახევი, თუ რამდენად სინქრონულად იმოქმედებს მსოფლიო ვირუსის გავრცელების შემცირებისათვის,“ - ამბობს ფიგსი.
საბოლოოდ, ეკონომიკური ცვლილებები განაპირობებს ბაზარზე დარჩენის მიზეზს.
„ყველა პრობლემა წარმოადგენს გამოსავალს, საშუალებას, რომ დაეხმარო მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,“ - ამბობს კელერი.
„მაშინ, როდესაც არსებობს მეტის გაკეთების სურვილი, ყველაფერი შესაძლებელია. შესაძლებლობა შეიძლება იქცეს რეალობად. როდესაც ჩვენ ვმუშაობთ, სხვებსაც ვეხმარებით, ერთად ჩვენ ყველას გვაქვს შესაძლებლობა მივაღწიოთ უფრო მეტს.“
ასევე წაიკითხეთ:
რას ნიშნავს კორონა ვირუსი მარკეტერების?
#Prospect #Prospectblog #Prospectsalesoutsourcing #Outsourcing #Sales #Covid19 #Realestate