Guga Kobakhidze
რას ნიშნავს არაეფექტური მარკეტინგი?

ტექნოლოგიების განვითარებამ და ციფრული მარკეტინგის ჩამოყალიბამ საგრძნობლად შეცვალა მომხმარებელთა ქცევა. ნებისმიერ ბიზნეს სფეროში, მარკეტინგული კომუნიკაცია უფრო ინტენსიური და აუცილებელი გახდა. თუმცა წარმატების მისაღწევად მნიშვნელოვანია სწორად გაწერილი საკომუნიკაციო გეგმის შედგენა. ამაში დაგეხმარებათ ბაზრის ფუნდამენტური შესწავლა და მომხმარებელთა და კონკურენტთა ქცევის ანალიზი. სწორედ ამის შემდეგ, მარკეტერებს შეუძლიათ დაიწყონ ეფექტური სტრატეგიის შედგენა, პოტენციური კლიენტების ამოცნობა, სეგმენტაცია, კონტენტის შექმნა და ამის ციფრულ სამყაროში გამოქვეყნება. თქვენმა მარკეტინგულმა კამპანიამ უნდა შეძლოს პოტენციური კლიენტის, მყიდველად გადაქცევა.
დამღუპველია გაუწერელი კომუნიკაციის წარმოება რადგანაც ამ დროს პოტენციური კლიენტები იღებენ არათანმიმდევრულ ინფორმაციას თქვენი პროდუქტის/სერვისის შესახებ. ხშირად კომპანიები გადადიან ინტენსიურ ან აგრესიულ კომუნიკაციაზე და მიმართავენ სხვადახვა ტრადიციულ თუ ციფრულ მარკეტინგის გზებს. თუმცა წინასწარ განსაზღვრული მიზნების გარეშე კამპანიის შედეგიანობის დადგენა შეუძლებელი ხდება. ამით სახეზე იღებთ კამპანიას, რომლის გაზომვა და ეფექტურობის დადგენა შეუძლებელია. მარკეტინგული კამპანიის შედგენეამდე აუცილებელია იცოდეთ რა მიზანს ემსახურება, რა შედეგი უნდა მოიტანოს და რა ბიუჯეტი ესაჭიროება ამ ყველაფერს. ასევე საჭიროა ჩაატაროთ ამავე კამპანიის Opportunity cost-ის ანალიზი, რაც ფინანსური და ადამიანი რესურსების ეფექტურ განაწილებაში დაგეხმარებათ. ეს ყველაფერი იმდენად დეტალურად უნდა იყოს გაწერილი რომ დანახარჯთან ერთად უნდა იცოდე რა შედეგს მიიღებ? რამდენი პოტენციური კლიენტი ნახავს შენს რეკლამას? ამის შემდეგ უნდა განიხილოთ ყველა ალტერნატივა და აირჩიოთ ის საკომუნიკაციო გზები რომლებიც დაგეხმარებათ დასახული მიზნის მაქსიმალურად ეფექტურად მიღწევაში.

არაეფექტურობის პრობლემა ბევრად წინ წამოწია ციფრულმა მარკეტინგმა,
რადგანაც ყველა პლატფორმა ძალიან მარტივად გამოსაყენებელია, შესაბამისად ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რეკლამირება გაუწიოს კომპანიას. ეს კომპანიებისთვის მოკლე დროში შეღავათის მომტანი უნდა ყოფილიყო, თუმცა გამოუცდელი მარკეტერები არაეფექტურ კომუნიკაციაში უფრო დიდ ბიუჯეტს ხარჯავენ. ეს კი იწვევს არაეფექტურ გადანაწილებას ფინანსური რესურსების. მარკეტინგის დინამიკა ბოლო ათწლეულში საგრძნობლად შეიცვალა თუმცა, უცვლელი დარჩა სოწრი და თანმიმდევრული კომუნიკაცია. აუცილებელი იცოდეთ რომ არაეფექტური მარკეტინგი არათუ აფერხებს კომპანიის განვითარებას, არამედ პირდაპირი დარტყმის ქვეშ აყენებს ბრენდის რეპუტაციას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, მარკეტინგის აუთსორსინგზე გატანა ერთერთი ყველაზე მიზანშეწონილი გადაწყვეტილებად მიიჩნევა. მაგრამ აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ის კომპანია რომელიც თქვენი კომუნიკაციის ეფექტურობაზე იზრუნებს.
ციფრული სამყაროს ჩამოყალიბებამ საგრძნობლად შეცვალა მომხმარებელთა ქცევა და დღითიდღე უფრო რთული ხდება მოახდინოთ კონვერტაცია. თუმცა, ეფექტური მარკეტინგის წარმოების უნარი ზუსტად იმაში გამოიხატება, როცა მარკეტერს აქვს იმის ცოდნა და რესურსი რომ მიაწვდინო კლიენტებს ხმა, მაშინ როცა ისინი ამ ინფორმაციას ეძებენ. კარგმა მარკეტერმა იცის რომ აუცილებლად უნდა შეძლოს თავისი პროდუქტით ან სერვისით მომხმარებელს აჩვენოს პრობლემის გადაჭრის გზა. თუმცა თუ არ გაქვს ბაზარი შესწავლილი და არ იცი რა ინტერესები ამოძრავებთ პოტენციურ კლიენტებს, ლოგიკურია რომ ვერ შეძლებ მათ ესაუბრო თავიანთ ენაზე.
მომხმარებელთა ქცევა იმდენად სახეცვლილია რომ ძალიან რთულია იცოდე რა მიზნები ამოძრავებთ მათ. მნიშვნელოვანია კარგად გესმოდეს თუ როგორ შეგიძლია მათთან მოახდინო კომუნიკაცია, თუმცა ამისთავის დიდი დროის დახარჯვა გიწევს კვლევების გაანალიზებასა და საკომუნიკაციო გეგმის შედგენაზე.

არაეფექტური მარკეტინგი, ეფექტურისგან იმით განსხვადვდება რომ, მას არ შეუძლია აქციოს პოტენციური კლიენტი მყიდველად. ციფრული მარკეტინგის ჩამოყალიბებამდე, კამპანიების კონვერტაციის მაჩვენებელი უფრო მაღალი იყო რადგანაც რეკლამები ნაკლებად აღიზიანებდა მომხმარებლებს. რეკლამების ჭარბი რაოდენობით არსებობამ გამოიწვია გულგრილი დამოკიდებულება მარკეტინგული კამპანიების მიმართ. კარგმა მარკეტერმა, იცის რა დროის რესურსი უნდა დახარჯოს თითო კლიენტზე იმისთვის რომ მიიღოს სასურველი შედეგი. ამასთან ერთად მაქსიმალური ეფექტურობისთვის აუციელებელია იცოდეთ რა არის თქვენი ე.წ "Unique Selling Point". თითოეული აუდიტორია პერსონალურ დონეზე უნდა შეისწავლოთ რომ თქვენი კამპანიები უფრო მეტად ინფორმატიული და მიმზიდველი გახადოთ. რა თქმა უნდა ეს ბევრად უფრო რთულია ვიდრე არაეფექტური შაბლონური მარკეტინგული კომუნიკაციის შედგენა და წარმოება, თუმცა სწორი კომუნიკაციით უფრო მაღალი კონვერტაციის მიღება არის შესაძლებელი, მცირე დანარხარჯებით.
რამდენი კლიენტი ინტერესდება შენი პროდუქტით რეკლამის ნახვის მერე?
იცით როგორ მოახდინოთ ზეგავლენა თქვენს პოტენციურ კლიენტებზე ისე რომ მათი საბოლოო გადაწყვეტილება თქვენთვის სასარგებლო იყოს?
მთავარი პრობლემა დღევანდელ დღეს არის ის რომ მარკეტერები თვლიან რომ ისინი არიან ექსპერტები, როცა რეალობაში კლიენტებს აქვთ მთელი ძალაუფლება. ამიტომაც მოუსმინეთ თქვენ პოტენციურ კლიენტებს, გახდით უფრო ეფექტურები და ჩამოაყალიბეთ თანმიმდევრული და მიზანმიმართული კომუნიკაცია.