Guga Kobakhidze
ხელმომჭირნეობის 5 მითი, რომლის აღიარებითაც უარს ამბობთ პასიურ შემოსავალზე

ბევრი დამეთანხმება, რომ უძრავ ქონებაში ინვესტირება გონივრული გადაწყვეტილებაა, რადგან პასიური შემოსავლი დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ მიმავალი გზაა.
ახლა, როგორც არასდროს, ხელმომჭირნეობა და ფულის გონივრულად ინვესტირება უმნიშვნელოვანესია.
- თუ გსურთ უძრავი ქონების შეძენა, მაგრამ არ გაქვთ დანაზოგი;
- თუ შემოსავალი გაქვთ, მაგრამ ხარჯებს ვერ ამცირებთ;
- თუ ფულის ვერ დაზოგვის მითები თქვენი მიზნის მიღწევაში ხელის შემშლელი ფაქტორებია, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა.
ხელმომჭირნეობა არ ნიშნავს იაფად ,,გამოსვლას’’, არამედ ინვესტირებას თქვენთვის მნიშვნელოვან მიმართულებებში, ხოლო იაფად და იოლად გასვლას იმ სფეროში, რაზეც დიდად არ ღელავთ. ეს არის გონივრული და გააზრებული მდგომარეობა, როცა იცი, სად მოუჭირო ქამარს, რომ ფული დაზოგო.
ხელმომჭირნეობა იმ ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია, ვინც ცდილობს მიაღწიოს ფინანსურ დამოუკიდებლობას.
ასე გამოიხატება ფინანსური დამოუკიდებლობა
პასიური შემოსავალი > ხარჯებზე
ხელმომჭირნეობა მუშაობს ორივე მხარეს. ერთი მხრივ, შენი ხარჯები მცირდება, მეორე მხრივ, დანაზოგი საშუალებას გაძლევს ინვესტირება გააკეთო აქტივებში, უძრავ ქონებაში, რომლითაც მიიღებ პასიურ შემოსავალს.
ცნობილი ხელმომჭირნეები:

რომ არ ჩამოვთვალო ხელმომჭირნეობის ყველა დამფასებელი (ვინაიდან ბევრნი არიან), მოდით, ყურადღება გავამახვილოთ ორ მათგანზე: ბენ ფრანკლინსა და უორენ ბაფეტზე.
ბენ ფრანკლინი - ფინანსური დამოუკიდებლობის მოძრაობის დამფუძნებელი. დააარსა პირველი კომერციული ფრანჩაისის სისტემა ამერიკაში. ფრანჩაისიდან მიღებული პასიური შემოსავლით დააგროვა საკმარისი ფინანსური სახსრები, 38 წლის ასაკში დატოვა პოზიცია და სამსახურიდან წავიდა. იმ დროისთვის ის იყო ძალიან მდიდარი, თუმცა ღარიბივით ხელმომჭირნედ ხარჯავდა. თავისუფალმა დრომ მას მისცა საშუალება შეეტანა წვლილი სამეცნიერო და საზოგადოებრივ პროექტებში. მისი 13 სათნოება კი ყველა დროის მოწოდებად რჩება.
უოწ არენ ბაფეტი - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. ამერიკული ბიზნესების მაგნატი, ინვესტორი, ქველმოქმედი. მან, როგორც საფონდო ბირჟაზე საუკეთესო ინვესრომა, დააგროვა წმინდა მოგება 85 მილიარდი დოლარი. როგორ შეძელო მან ამხელა სიმდიდრის დაგროვება? ის ხარჯავდა იმაზე მნიშვნელოვნად ნაკლებს, ვიდრე გათვალიწინებული ჰქონდა და განსხვავებას დებდა ინვესტიციებში. საერთო ინტერესებითა და ბაზარზე მუდმივად ყოფნით მისმა ინვესტიციებმა მას დიდი სიმდიდრე მოუტანეს.
პირველი ნაბიჯი ხელმომჭირნეობაზე გადის.
ხელმომჭირნეობა შეიძლება ზოგისთვის არასასიამოვნოსთან ასოცირდებოდეს. ეს მეტწილად განპირობებულია 5 მითით, რომლებიც მოცემულია ქვემოთ.
მოდით, განვიხილოთ თითოეული.
დავიწყოთ!

მითი #1 ხელმომჭირნეობა გაქცევს ძუნწად:
ხელმომჭირნე ზოგავს ფულს. ძუნწი ინახავს ფულს სხვის ხარჯზე.
ხელმომჭირნე ადამიანი ბედნიერად ხარჯავს იმისთვის, რაც მისთვის ღირებულია. ძუნწი ადამიანი ინახავს ნებისმიერ შემთხვევაში ნებისმიერ ფასად.
ხელმომჭირნე ადამიანისთვის ღირებულია დრო, ძუნწისთვის - მხოლოდ ფული.
ხელმომჭირნე ეძებს ღირებულს. ძუნწი ეძებს ყველაზე იაფს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელმომჭირნე ადამიანებისთვის მატერიალური ნივთები ღირებული არაა. ისინი არ ცდილობენ მიბაძონ სხვებს და მათსავით მდიდრულად იცხოვრონ. ისინი სრულიად კმაყოფილდებიან მეორადი მანქანებით, საყოველთაო მარკეტებით და ლანჩის ტარებით. ამასთან, ისინი ხარჯავენ ფულს ცხოვრების იმ ნაწილზე, რომელიც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია მათთვის.
მითი #2 ხელმომჭირნეობა არ გაძლევს ჭეშმარიტი ცხოვრების საშულებას.
ეს ყველაზე სახალისოა. ამას ყველაზე ხშირად ვხვდებით. როცა გვეუბნებიან: შენ უნდა დაკმაყოფილდე მცირედით, არადა ვინც ამას მოგვიწოდებს, სინამდვილეში არც კი იცის ჩვენ შესახებ.
ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ ვისთვის რა არის ჭეშმარიტი, ნამდვილი, ცხოვრება. ზოგისთვის ნამდვილი ცხოვრება მთაზე ასვლა და მწვერვალების დაპყრობაა, ზოგი კი ძვირადღირებული ავტომობილის მართვაში ხედავს ჭეშმარიტი ცხოვრების არსს.
გაესაუბრეთ მათ, ვისთვისაც ხელმომჭირნეობა ღირებულია. შეადარეთ ისინი იმათ, ვინც ხარჯავს ხელგაშლილად. მე თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ ხელმომჭირნე ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მცირედი, რომ დააფასონ ცხოვრება, ბევრად ბედნიერიერები არიან, ვიდრე - ხელგაშლილი მხარჯველები. ისინი არიან ბევრად კმაყოფილები საჭირო ნივთების ფლობით, ვიდრე მოედონ ბევრს და გაეხვიონ ალიაქოთში.
მდიდარი ის კი არ არის, ვისაც ბევრი აქვს, არამედ ის, ვინც მცირედით კმაყოფილდება. ეს სიტყვები ეკუთვნის უცნობ ავტორს.
მითი #3 ხელმომჭირნეობა ძალიან ძნელია
თუ თქვენც ფიქრობთ, რომ ხელმომჭირნეობა ძნელია, გილოცავთ! თქვენი მოსაზრება არაფრით განსხვავდება იმ 95% -სგან, რომელიც ფიქრობს: „ეს ძალიან ძნელია, მე ეს არ შემიძლია, ეს ძალიან რთული საქმეა“.
ფიქრი, როგორ და სად მიმართოთ თქვენი შემოსავალი (სწორად წარმართვის შემთხვევაში), მოგცემთ საშუალებას დაანებოთ თავი სამსახურს 5-დან 10 წლის ვადაში. თუ გირჩევნიათ, დაეთანხმოთ „ეს ძალიან რთული საქმეა“ -ს, უკაცრავად, მაშინ იმუშავეთ 40 ან 50 წელი.
არ არის საჭირო იყო მათემატიკოსი, ისედაც აშკარად ჩანს, თუ ამ მითს მიზეზად იხდი, აპირებ გადაეშვა „ძალიან რთულ საქმეა“-ში.
მითი #4 უკეთესია გაზარდო შემოსავალი, ვიდრე იცხოვრო ხელმომჭირნედ
ეს განცხადება ნახევრად სიმართლეა. თქვენ შეგიძლიათ მეტი ფული გამოიმუშავოთ თქვენი შემოსავლის გასაზრდელად. თუმცა აქ არის ერთი ხაფანგი, რომელშიც ხშირად ადამიანები ებმევიან. როგორც კი იზრდება შემოსავალი, მაშინვე იცვლება ცხოვრების სტილიც. ისინი ასაჩუქრებენ საკუთარ თავებს ახალი მანქანით ან ცხოვრებას აგრძელებენ უფრო ძვირიან სახლებში და აშ.
შემოსავლის გაზრდა არის საუკეთესო გზა დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ. ვინაიდან შესაძლებლობები შეუზღუდავია, ამიტომაც ეს მაინც ნაკლებ ეფექტურია, რადგან რაც მეტი გაქვს, მეტი გინდა.
დავუბრუნდეთ ფინანსური დამოუკიდებლობის გამოხატულებას:
პასიური შემოსავალი > ხარჯებზე
შემოსავლის გაზრდა გაძლევს საშუალებას იმუშავო უტოლობის მხოლოდ ერთ მხარეს. ხელმომჭირნეობა მუშაობს ორივე მხარეს. ხარჯების შემცირებით (ერთ მხარეს) საშუალება გეძლევა გააკეთო ინვესტიცია პასური შემოსავლის გარანტიით (მეორე მხარეს). კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ბენ ფრანკლინის სიტყვებს: შენახული პენი არის გამომუშავებული პენი.
მითი #5 თუ ოჯახი გყავს, ხელმომჭირნეობა შეუძლებელია:

როდესაც ოჯახი გყავს, ხელმომჭირნეობა უდავოდ ბევრად რთულია, ვიდრე როცა ხარ მარტო. თუმცაღა ხელმომჭირნეობა აქაც შესაძლებელია. ამის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითად ხშირად მოჰყავთ მისტერ და მის მანი მუსთაჩები, რომლებმაც ორ შვილთან ერთად დაიწყეს ხელმომჭირნედ ცხოვრება. მათ დაისახეს მიზანად, რომ 1500 დღეში გამხდარიყვნენ მილიონრები. როგორ შეძლეს მათ ეს? გაანალიზეს, თუ რა თანხა სჭირდებოდათ იმისთვის, რომ სამსახურიდან წამოსულიყვნენ და კომფორტულად ეცხოვრათ. აკვირდებოდნენ რა ხარჯები ჰქონდათ და ნელ-ნელა ამცირებდნენ. ისინი ორიენტირებულნი იყვნენ შემოსავლის გაზრდაზე. მათ შეცვალეს დამოკიდებულება ხარჯების მიმართ.
ეს თქვენც შგიძლიათ.
დასკვნა:
აი, ბატონო, გაქვთ 5 დამსხვრეული მითი ხელმომჭირნეობაზე. ახლა საკმარისია თქვენი სურვილი და აქტიურობა.
გამოწვევა თქვენთვის:
გადახედეთ თქვენს ფინანსებს. გაანალიზეთ, დაუკვირდით, რა არის ის ერთი, (ONE THING) რის გარეშეც იცხოვრებდით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ხარჯი, რომელიც უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში რუტინად იქცა.
რაც არ უნდა აარჩიოთ, იცხოვრეთ ამის გარეშე 60 დღე. თუ თქვენი ცხოვრება არასრულფასოვანი გახდება ამის გარეშე, დააბრუნეთ უკან და მის ნაცვლად სხვა რამ აირჩიეთ. ჩაატარეთ ეს ექსპერიმენტი ყოველ თვე.
მომდევნო 12-დან 24 თვის განმავლობაში შედეგი უფრო და უფრო გაგაოცებთ, რადგან თქვენ აღმოაჩენთ 12-დან 24 მდე ქმედებას, რომლის არ შესრულებითაც შეგეძლოთ დაგეზოგათ. თქვენი ცხოვრება გახდება სტაბილური. თუ თქვენი შემოსავალი ითვლება საშუალოდ ან საშუალოზე მაღლად, მაშინ შეგიძლიათ გადადგათ პირველი ნაბიჯი, დააგროვოთ, გააკეთოთ ინვესტირება უძრავ ქონებაში და გახდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები.
როგორ ფიქრობთ, ხელმომჭირნეობა აუცილებელი ნაბიჯია თქვენი ფინანსური დამოუკიდებლობისთვის?
ხელმომჭირნეობა არის ის, რასაც შეებრძოლებით თუ სიხარულით მიიღებთ?
გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება და შეხედულებები.
ჩვენ ვკითულობთ: