Guga Kobakhidze
12 გზა როგორ გავაცოცხლოთ გაყინული „ლისთინგი“
Updated: May 11, 2020

ყველა ბროკერი ან უძრავი ქონების გაყიდვის მენეჯერი ვყოფილვართ იმ სიტუაციაში, როდესაც განწირვით ვიბრძვით ლისთინგის მოსაპოვებლად. ვხარჯავთ უამრავ დროს და ფულად რესურსებს იმისთვის რომ მივიღოთ სწორად ბრენდირებული მასალა და გამოვაქვეყნოთ.
შენ, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, თვლი რომ ყველაფერი გააკეთე იმისთვის რომ მყიდველი მოგეზიდა, თუმცა მიუხედავად რამდენიმე დაინტერესებული კლიენტისა, შედეგად ვიღებთ გაყინულ ლისტინგს. შეჩერებული გაყიდვები იწვევს დამკვეთის უკმაყოფილებას, რადგანაც მისი მოლოდინი იყო საპირისპირო.
როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს ?
ისევე როგორც სხვა ბევრი მენეჯერი ან კომპანია, ალბათ თქვენც თავს გრძნობთ, რომ გაიჭედე და იმაზე მეტის გაკეთება, რაც უკვე გააკეთე უბრალოდ შეუძლებელია.
ალბათ თქვენც, ისევე როგორც სხვა ბევრი უძრავი ქონების აგენტი ან სააგენტო, ხშირად გრძნობთ რომ სადღაც გაიჭედეთ, მიუხედავად იმისა რომ თვლით რომ შეუძლებელი იყო იმაზე მეტი გაგეკეთებინათ, ვიდრე უკვე მოიმოქმედეთ. თუმცა, ამ სტატიაში, ჩვენ მოგიყვებით ზუსტად იმ 12 აუცილებელ ნაბიჯზე, რომელიც დაგეხმარებათ გაყინული ლისტინგის გაცოცხლებაში და ახალი კლიენტების დაგენერირებაში.
1. ეცადეთ შეხედოთ სურათს განსხვავებული კუთხიდან.
შემჩნეული გაქვთ ალბათ, როდესაც თავსატეხს ან რებუსს მოსცილდებით ცოტახნით და შემდეგ ისევ მიუბრუნდებით, უცბათ დაინახავთ გამოცანის იმ ნაწილებს, რომლებიც გაკლდა და ეძებდი. ხანდახან იმდენად ღრმად ვართ ჩაფლული შედეგებზე ფიქრში რომ შეუძლებელია დაინახო ის პრობლემა ან ხარვეზი, რომელიც ცხვირ წინ გაქვს. იმისათვის რომ აღმოაჩინოთ ხარვეზები და ხელიდან არ გაუშვათ პოტენციური კლიენტები, აუცილებელია მესამე თვალით შეაფასოთ თქვენი ლისტინგი. იდეალურ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ უძრავი ქონების გაყიდვის ექსპერტებს, რომლებიც დაგეხმარებიან სწორი სტრატეგიის შერჩევაში.
2. მიუბრუნდი ფიდბექს
წარსულში არსებული პრობლემები, ხშირად გამოიყენება როგორც სამომავლო გაყიდვების გასაღები, ამიტომ შენიშვნებს ძალიან ყურადღებით უნდა გაეცნოთ. თითოეული გამოხმაურება საშუალებას გაძლევთ გააუმჯობესოთ ნებისმიერი ნაკლი, ან უფრო მეტად გაამახვილოთ ყურადღება იმ კომპონენტებზე რამაც პოტენციური კლიენტების ინტერესი უკვე გამოიწვია. რეკომენდირებულია შენიშვნების დამკვეთთან ერთად გავლა და მარკეტინგულ გეგმაში შეტანა. ყოველთვის შეგიძლიათ ნეგატიური პოზიტიურად შემოატრიალოთ. თუ კლიენტებს არ მოსწონთ პატარა ეზო, შეცვალე აღწერა ისე, რომ, ეს ნაკლი გამოჩნდეს უფრო მიმზიდველი, მაგალითად ფართობის სიმცირის გამო ჩასატარებელი სამუშაოების ნაკლებობაზე აქცენტის გაკეთება მშვენიერი აზრია.
3. სწორად შეარჩიეთ ფოტოები.
არა აქვს მნიშვნელობა შენი ტელეფონით არის გადაღებული თუ პროფესიონალი ფოტოგრაფის დახმარებით. ხშირია, რომ პროფესიონალური ფოტოებიც თავის საქმეს ვერ აკეთებენ. აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, სეზონური, დღის განთებით ან ღამის განათებით გადაღებული ფოტოების დამატება, რათა განაახლო რეკლამა და განსხვავებული ხედვა შესთავაზო კლიენტებს.

4. გჭირდება განაცხადების ახალი, პროფესიონალური აღწერილობა.
გაყიდვების მენეჯერების/ბროკერების უმეტესობა ვერ ხვდება იმას, თუ რამდენ შეცდომას უშვებენ უძრავი ქონების აღწერილობაში. ქონების აღწერილობა უნდა შეიცავდეს ცხოვრების სტილს, სახლიდან გამომდინარე. ტექსტი კარგად უნდა იყოს დამუშავებული, რადგან აუცილებელია საკვანძო სიტყვების გამოყენება საძიებო პლათფორმების ოპტიმიზირებისთვის, რაც გაამარტივებს თქვენი ლისთინგის პოვნადობას.
5. სართულის გეგმის ინტეგრაცია
ხშირად, აგენტებს უწევთ კლიენტების დისტანცირუად მოზიდვა. ამისათვის აუცილებელია სურათების 3D ან 360 გრადუსიან ფორმატში ატვირთვა, რაც საშუალებას აძლევს კლიენტებს უფრო ნათლად დაინახონ ბინის ან სახლის გეგმა.
6. შევქმნათ ცხოვრების სტილის სურათი
როგორც უკვე ავღნიშნეთ , არ არის საკმარისი , ხაზი გავუსვათ რაც აშკარაა მაგალითად, საძინებლებისა და სველი წერტილების რაოდენობა ან ჩამოვთვალოთ კეთილმოწყობა (მაგ: გათბობის მილები , გაყვანილობა ან ეგ.წ დაქსელვა) იმისათვის, რომ კლიენტს მოაწონოთ თქვენი გასაყიდი უძრავი ქონება. პირორიტეტულია ისეთი სურათების, ვიდეობის და აღწერილობის გამოყენება, რომელიც დამთვალიერებლებს დაეხმარება უკეთ შეიგრძნოს აღნიშნული სივრცე. უნდა შევუქმნათ ხედვა იმისა, რომ დაინახონ ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა.
7. ინფორმაციის განახლება
ერთი ყველაზე პატარა და მარტივი რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ყურადღების მისაქცევად, მთავარი სურათის შეცვლაა. სინამდვილეში, შეიძლება დაგჭირდეთ ამის გაკეთება ყოველ კვირას და თვალყური ადევნოთ, თუ როგორ ასრულებს თითოეული მათგანი თავის მისიას. ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, თქვენ შეჯერდებით იმ სურათზე რომელიც უკეთესად მუშაობს.
8. დაწერეთ ბლოგ პოსტი ლისთინგზე.
სტანდარტული ჩამონათვალის აღწერილობის მიღმა, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ბლოგ პოსტები, რომელიც ძირითადად უფრო ინფორმაციული და მიმზიდველია სოციალურ მედიაში განსათავსებლად.
ბლოგების წერასაც სწორი მიდგომა სჭირდებარადგანაც, როგორც ყველაფერ დანარჩენშიარსებობს სწორიდა არასწორი გზა. როგორც ახლახან გითხარით თქვენ უნდა წარმოაჩინოთ ცხოვრების სტილის შესამჩნევი ბენეფიტები. იმის დაწერას რომ მაღაზიამდე ან პარკამდე მოკლე მანძილია, ამის ნაცვლად, დაეხმარეთ მყიდველს, წარმოიდგინონ, როგორი შეიძლება იყოს იქ ცხოვრებისას მათი დღე, როგორი იქნება შაბათი დღე სახლში. მაგ: ეზოში შეგიძლიამიირთვათ, იმიტომ რომ კარგი მზე ანათებს , ამის შემდეგ იქვე ახლო პარკში გაისეირნო, სადაც შეგხვდება ლამაზი ყვავილების, ან ყავისმაღაზიასაიდანაც სასიამოვნო სურნელი გამოდის. ისაუბრეთ იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნოდ შეძლებს მყიდველისაყიდლებზე გასვლას, იმიტომ რომ გარშემო ბევრი კარგი და საყვარელი მაღაზიაა. რეკომენდირებულია, რომ გარშემო მდებარე ბიზნესის მეპატრონეები და ან მენეჯერებს შეხვდე და სთხოვო დახმარებაშენი ბლოგის შექმნაში რომასოცირდებოდნენ შენს ლისთინგთან .

9. მოაწყვეთ ღია კარის დღეები და მოიზიდეთ მეტი კლიენტები.
არ არის გასაკვირი, რომ დიდ სირთულეებთან იყოს დაკავშირებული ადამიანების ღია კარის დღეზე მოყვანა, სახლის დასათვარიელბლად. მეზობლებისთვის და თქვენი კონტაქტებისთვის, პირადი მოსაწვევების დარიგების გარდა, თქვენ შეგიძლიათ მოწვეული სტუმრები პატარა საჩუქრებით წაახალისოთ. მაგალითისთვის, დაასაჩუქრეთ ვიქენდით.
10. ჩაწერე ვიდეო უძრავ ქონებაზე და სამეზობლოზე.
თუ არ გყავთ პროფესიონალი ფოტოგრაფი ნუ ინერვიულებთ , შეგიძლიათ თავადაც გადაიღოთ , თუმცა აუცილებლად გირჩევდით რომ გადაღებამდე უყუროთ youtube-ზე ვიდეო გაკვეთილებს.
გაიარეთ სამეზობლოში, მიდი ადგილობრივ მაღაზიებთან, რესტორნებთან, ღირსშესანიშნავ ადგილებთან და ჩაწერე ვიდეოები, რომელთა დამატებას შეძლებ შენს ბლოგზე. გახსოვდეს, შენ მხოლოდ სახლს არ ყიდი, შენ ცხოვრების სტილს ყიდი.
წარმოიდგინე რომ პოტენციურმა მყიდველმა ყურადღება არ მიაქციოს სახლს, იმიტომ რომ დიდად თავბრუ არ დაეხვა სახლით, მაგრამ მოწყურებული იყო ცხოვრების სტილის შეცვლით და ამის საშუალებას სამეზობლი მისცემდა. უამრავი მყიდველი არსებობს, რომლებიც თვალს დახუჭავენ ნიუანსებზე რათა მიიღონ ან შეინარჩუნონ ის ცხოვრების სტილი რაც მათ სურთ.
11. გახსოვდეს საკუთარი #ჰაშთაგი
ადამიანების უმრავლესობას არ ესმის ჰაშთაგის, თუ რა არის ჰაშთაგი ან როგორ გამოიყენება. ეს არისგასაღები სოციალური მედიის პლათფორმებზე, რომლებიც თავისმხრივ შენიღბული საძებნი საშუალებებია, როგორც მაგალითად ფეისბუქი. როდესაც შენ ამატებ ჰაშთაგს სოციალურ პოსტს კომპანიის შესახებ, ასევე უნდა დაამატო 25-30 სტრატეგიული ჰაშთაგი კომენტარის სახით შენს პოსტში. ყურადღება მიაქციე, რომ მათი უმეტესობა უკავშირდებოდეს უძრავ ქონებას.

12. მიიღე ღირებული პასუხები სხვა აგენტებისგან.
ხანდახან საჭიროა უბრალოდ გადააბიჯო შენს სიამაყეს და ხმა მიაწვდინო სხვა აგენტებს. იქნება სიტუაციები, როდესაც მხოლოდ სხვა აგენტს ან ბროკერს შეეძლება ამოიცნოს რა აკლია უძრავი ქონების განაცხადს ან რა მიზეზით შეიძლება არ იყიდება ქონება (სახლი). მნიშვნელოვანია ითხოვოთ კომენტარი წერილობით, თუ რას ფიქრობენ, რა აკლია სახლს ან რა არის შესაცვლელი. ამ გზით შეგიძლიათ დაარწმუნოთ დამკვეთი რომ აუცილებელია ცვლილებები, თუ ეთანხმები ხვა აგენტის კომენტარს და თუ უკვე აფრთხილებდი დამკვეთს ამის შესახებ, მაგრამ არ გიჯერებდა. მაგალითად, თუ ფიქრობთ რომ, ზედმატად ძვირია ფასი, მაგრამ დამკვეთი ცოცხალი თავით არ აკლებს. თუ ანახებს სხვა აგენტების კომენტარებს ძვირი ფასის თაობაზე, წესით აზრს შეიცვლიან. ჩვენში დარჩეს და თუ არ შეიცვალეს აზრი, მიატოვე ეგ უძრავი ქონება სანამ დამკვეთმა უფრო მეტი დრო და ფული დაგაკარგინა.
ვფიქრობ ეს ის 12 გზა, რომელიც მეტ შესაძლებლობებს დაგანახებთ. სცადეთ თქვენით და დარწმუნდებით რომ თქვენს დარგში ფულის გამომუშავების დიდი შესაძლებლობები არსებობს. გადახედეთ თქვენს წარსულ ნაბიჯებს, რას აკეთებდით უკეთესი შედეგისთვის? თუ ფიქრობთ, როგორ შეიძლება აქციოთ უძრავი ქონების გაყიდვის გზები უფრო უკეთესი, მაშინ ეს რჩევები ზუსტად თქვენთვისა. დაუმატეთ ამას თქვენი ორიოდე მოსაზრებაც და რეცეპტიც მზად არის. გადახედეთ თქვენს ნებისმიერ ნაბიჯს, რას აკეთებდით აქედან უკეთესი შედეგისთვის. ვფიქრობ რომ წარმატებული გაყიდვებისთვის სერვისის გარდა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სწორად დავანახოთ მყიდველს ცხოვრების სტილი, რომელიც ასევე დაგეხმარებათ გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებაში.
ავტორი:
პროსპექტის გაყიდვების მენეჯერი,