top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureGuga Kobakhidze

9 ფაქტი ვირტუალური ტურის შესახებ, რომელიც უნდა იცოდეთ



უძრავი ქონების გაყიდვებზე დიდი გავლენა იქონია საყოველთაო კარანტინის გამოცხადებამ. საგრძნობლად არის შემცირებული მნახველების რაოდენობა, რაც სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობამ განაპირობა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, ბევრმა კომპანიამ მიმართა ისეთ მეთოდს, როგორიც არის ვირტუალური ტურები. ეს სტატია დაგეხმარებათ იმის გაანალიზებაში თუ რამხელა დატვირთვა აქვს ციფრულ ფოტორგრაფიას უძრავი ქონების სექტორში.


ციფრული ფოტგრაფიის ვირტუალური მიმართულებით განვითარებამ და 1994 წელს ჩამოყალიბებულმა პირველმა ვირტუალურმა ტურმა საგრძნობლად შეცვალა მომხმარებელთა ქცევა და მოლოდინი. ასეთი სახის ტექნოლოგია გზა მკვლევი გახდა უძრავი ქონების ბიზნესში, რადგანაც მომხმარებელს ეძლევა საშუალება ნებისმიერი ადგილიდან გაეცნოს სასურველი საცხოვრებელი სახლის, ოფისის თუ სასტუმროს ტურს. ვირტუალური ტურების ონლაინ პლატფორმებზე ინტეგრირება საგრძნობლად აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას და შემოსავლიანობას. დღესდღეობით თითქმის ნებისმიერ ბიზნესს შეუძლია ვირტუალური ტურების მეშვეობით მიიღოს სარგებელი. კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია კომპანიებმა შექმნან ისეთი ვირტუალური სერვისები, რომელბიც საშუალებას აძლევს მომხმარებელს მიიღოს მაქსიმალური ინფორმაცია.


ჩვენ გავაერთიანეთ ვირტუალური ტურების შესახებ საუკეთესო ფაქტები, რათა დაგანახოთ, თუ რამდენად დიდი გავლენა შეუძლია მოახდინოს ვირტუალურმა გამოსახულებამ თქვენს ბიზნეს საქმიანობაზე.

1. შეფასების მიხედვით, ვირტუალურ გამოსახულებებში დაბანდებული ინვესტიციის დაბრუნება, ოთხ კვირაზე ნაკლებ დროში არის შესაძლებელი.


ვირტუალური ტურების გამოყენება, თქვენს კონტენტს ხდის უნიკალურს, ინტერაქტიულს და დამაჯერებელს, რაც თქვენი ბრენდის რეპუტაციაზე აისახება. განსხვავებით სხვა მარკეტინგული კამპანიებისა, რომლებსაც ინვესტიციის დასაბრუნებლად რამდენიმე თვე სჭირდებათ, კომპანიები, რომლებიც ვირტუალურ ტურებს იყენებენ, სასურველ შედეგს გაცილებით მოკლე ვადაში იღებენ.


2. ვირტუალური ტურები ვებ-გვერდების გამოყენების დროს ზრდის.


ვირტუალური ტურები ძალიან მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. გლობალური მასშტაბით, ვირტუალ ტურებს ხუთ მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს, რაც უდაოდ იმის ნიშანია რომ მომხმარებლები დიდი ინტერესით ეკიდებიან ამ საკითხს. შესაბამისად მომხმარებლები 5 ან 10 ჯერ მეტ დროს ატარებენ იმ ვებ-გვერდებზე სადაც ვირტუალური ტურები არის განთავსებული.


3. უძრავი ქონების განცხადებებს, რომლებიც მომხმარებელს საცხოვრებელი სახლის ვირტუალურ ტურს სთავაზობენ, 87%-ით მეტი მნახველი ჰყავთ.


უძრავი ქონების სფეროში ვირტუალურმა ტურებმა იმპერატიული ხასიათი შეიძინა. ზოგადად, ვირტუალური ტურის შემცველი განცხადებები ბევრად უფრო დიდ ინტერესს იწვევს, ვიდრე განცხადებები, რომლებიც მყიდველებს სხვა ვიზუალურ გამოსახულებებს სთავაზობს. თუ გავითვალისწინებთ მომხმარებლებს, რომლებიც ფიზიკურად ვერ ახერეხებენ სასურველი სახლის შერჩევას, თუნდაც იმიტომ რომ საზღვრებს გარეთ არიან, დაინახავთ, რომ უძრავი ქონების ვირტუალური ტურები მათთვის რეალტორის ფუნქციას ასრულებენ.


4. მომხმარებლთა ორ მესამედს მეტი ვირტუალური ტურის ნახვა სურს


კომპანია „Google-ის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 67%-ს განცხადებების განხილვის დროს ვირტუალური ტურის ნახვა სურს.


5. ვირტუალური ტურები ეხმარება ბიზნესს ახალი კლიენტების მოზიდვაში.


„Google-ის“ პლატფორმაზე - "Google My Business" კომპანიის შესახებ შეტანილი ინფორმაციის სრულყოფა ზრდის ჩართულობის, კომპანიის რეპუტაციისა და ნდობის ხარისხს. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ „Google My Business" პლატფორმაზე განთავსებულ კომპანიებს, რომლებიც მომხმარებელს ვირტუალურ ტურებს სთავაზობენ, "Google Search Console" უფრო მალე პოულობს და მათ 2-ჯერ უფრო მეტი დაინტერესება აქვთ.


6. ახალგაზრდა მომხმარებელთა მიერ, ვირტუალურ ტურებზე დაყრდნობით ჯავშნების მიღების შანსი 130%-ით მეტია.


თქვენი ბიზნესის ახალგაზრდა მომხმარებლები უფრო ჩქარა იცვლებიან და ადაპტირდებიან ახალ ტექნოლოგიებთან, რაც იმას ნიშნავს რომ თუ თქვენ გაქვთ ვირტუალური პლატფორმა, ამ სეგმენტის ჩართულობა გარანტირებულია.



7. „Google“ საძიებო სისტემაში შემცირებული გამოსახულების განსათავსებლად (Thumbnail) უპირატესობას 2:1 თანაფარდობის ვირტუალურ გამოსახულებებს ანიჭებს.



"Google" ის საძიებო სისტემა, 2:1 თანაფარდობით ანიჭებს უპირატესობას ვირტუალურ გამოსახულებას


გლობალური მრავალოჯახიანი საცხოვრებელი სახლების შესახებ ჩატარებული კვლევით ირკვევა, რომ კომპანია „Google“ ციფრულ ფოტოებთან შედარებით, უპირატესობას შემცირებული გამოსახულების, 2:1 შეფარდების ვირტუალურ ტურებს ანიჭებს.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, როდესაც "Google My Business"პლატფორმაზე კომპანიას ინფორმაციასთან ერთად მიბმული აქვს ვირტუალური ტური, „Google“ ტრადიციული, ციფრული ფოტოების ნაცვლად, მათ დემონსტრაციას ახდენს.


8. ვირტუალური ტურები 16%-ით ზრდის კომპანიის პოზიციას „Google-ის“ საძიებო სისტემასა და რუკაზე.


ამავე კვლევიდან გამომდინარე აღმოჩნდა, რომ ვირტუალური ტურები გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია "Google My Business" პლატფორმის გამოყენება და როგორ აისახება ეს კომპანიის პოზიციონირების ხარისხზე „Google"-ის საკვანძო საძიებო სიტყვების სისტემასა და რუკაზე.


9. „Google“-ის რუკაზე 12%-ით იზრდება ვირტუალური ტურების რაოდენობა.


აღმოჩნდა, რომ ბიზნესი უფრო მეტად აქტიური და ადვილად მოსაძებნი ხდება თუ დეტალური ინფორმაციის განთავსებისას ვირტუალური ტური ფიგურირებს

მოირგეთ ვირტუალურ ტურზე მოცემული ფაქტები თქვენთვის სასარგებლოდ :


ასეთი ფაქტების არსებობის შემდეგ, გასაკვირი არ არის, რომ ვირტუალური ტურები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ კომპანიებზე და მათ ონლაინ სივრცეში არსებობაზე.

იქიდან გამომდინარე, რომ სულ უფრო მეტი კომპანია იწყებს ვირტუალური ტურებისა და ე.წ. უძრავი ქონების ტექნოლოგიის გამოყენებას მარკეტინგის სფეროში, აუცილებელი ხდება უნიკალური კონტენტის შექმნა, რომელიც კომპანიას სხვა დანარჩენებისაგან გამოარჩევს.

134 views0 comments
bottom of page