top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureნინო გეჯაძე

ბინის შეძენა გადაწყვიტეთ?

Updated: Jun 10, 2020



დამეთანხმებით, რომ ბინის შეძენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა თქვენს ცხოვრებაში, რადგან სწორედ ეს შენაძენი დაკავშირებულია თქვენს სამომავლო გეგმებთან. გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ხშირად მყიდველმა არ იცის სად უნდა ბინის შეძენა და არც ღირებულებაზე უფიქრია. ასეთ დროს დიდია ალბათობა გაართულოთ ბინის შერჩევის პროცესი და მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება. ასევე, მას ვისაც ერთხელ მაინც უცდია მოეძებნა შესაფერისი ბინა არ უარყოფს, რომ დამღლელი და შრომატევადი პროცესია. აქედან გამომდინარე მყიდველი ხშირად საჭიროებს პროფესიონალურ კონსულტაციას, რომელიც მას დაეხმარება ბინის შერჩევისას პრიორიტეტების სწორად და თანმიმდევრულად დალაგებაში. ასევე, მნიშვნელოვანი დეტალების ეტაპობრივად გარკვევაში. პრაქტიკამ აჩვენა, რომ ისინი ვინც აღნიშნულ პროცესს გადიან ორ ეტაპად, ბინის შერჩევის პროცესი ხდება მარტივი და შედეგიანი.


გიზიარებთ პირველ ეტაპზე გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან რჩევებს:

შეარჩიეთ სწორი ადგილი

სანამ ადგილის შერჩევას დაიწყებთ კარგად დაფიქრდით და გაერკვიეთ თუ სად გსურთ იცხოვროთ და რატომ. გარეუბანში გსურთ ცხოვრება თუ ქალაქის შუაგულში. მიზეზი შეიძლება იყოს სკოლა, სადაც თქვენმა შვილმა უნდა ისწავლოს, დროის ფაქტორი, მანძილი სახლიდან სამსახურამდე და პირიქით, ახლობელი ადამიანები, ვისთანაც მეზობლად ყოფნას განიხილავთ ან სხვა თქვენთვის მნიშვნელოვანი გარემოება.

დააფიქსირეთ თქვენი ბიუჯეტი

თუ თქვენს ბიუჯეტს, ეს იქნება პირადი დანაზოგი, ბანკის დახმარებით მოძიებული ფინანსები თუ სხვა ნებისმიერი წყარო ჩარჩოში არ მოაქცევთ ბინის მოძებნის პროცესი საგრძნობლად გართულდება. ნუ დაინტერესდებით იმ ბინებით, რომლებიც თქვენი ჯიბის ზომას აღემატება. ეს მხოლოდ დროს დაგაკარგინებთ, ასევე გამოიწვევს იმედგაცრუებას და ხელს შეგიშლით შესაფერისი ბინის მოძებნაში. დააფიქსირეთ ბიუჯეტი და შემდეგ შეუდექით ბინის ძებნას თქვენს აგენტთან ერთად.

დაადგინეთ საჭიროებები


სახლი ის ადგილია სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ ოჯახთან ერთად, მეგობრებთან ერთად. იმისათვის, რომ თქვენმა არჩევანმა გაამართლოს საჭიროა განსაზღვროთ, თუ რამხელა ფართი იქნებოდა მისაღები თქვენთვის მინიმუმ 5 წლის პერსპექტივაში. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, ნუ იყიდით იმაზე პატარა ბინას ვიდრე გესაჭიროებათ, თუ ფიქრობთ, რომ ამის შესაძლებლობა გაქვთ. რადგან, არაფერი ისე არ გაგიცრუებთ იმედს როგორც სივრცის ნაკლებობა. დაადგინეთ თქვენი ფართის საჭიროება სანამ ბინის ძებნას შეუდგებით და მიჰყევით გეგმას.



ჩაატარეთ ფასების კვლევა

ბაზარზე ფასების შესახებ ინფორმაციის მიღების ბევრი არხი არსებობს. ეს შეიძლება იყოს ინტერნეტში სხვადასხვა საიტებზე განთავსებული განცხადებები ან სანდო გაყიდვების აგენტები. ჩაატარეთ კვლევა და გაიგეთ ფასები იმ მხარეში სადაც გეგმავთ ბინის შეძენას. ეს დაგეხმარებათ ნათლად დაინახოთ თუ რამდენად ერგება თქვენი საჭიროებები თქვენს ბიუჯეტს. აქვე ავღნიშნავ, რომ ბაზრის კვლევა და ფასების ანალიზის გაკეთება საკმაოდ დამღლელი პროცესია, ამასთან გარკვეულ დროსაც საჭიროებს. დაზოგეთ დრო, მიანდეთ ეს საქმე თქვენთვის კომპეტენტურ აგენტს. იგი ჩაატარებს კვლევას და გაგაცნობთ შედეგებს.

გქონდეთ რეალისტური მოთხოვნილებები


ბინის შერჩევისას აღწერილობში ხშირად შეხვდებით მიმზიდველ მახასიათებლებს, რომლებსაც გულგრილად ვერ გაატარებთ. არაუშავს, თუ ახალ ბინაში კარებს არ ექნება ძვირადღირებული ბოლო სტანდარტების საკეტი, ან ბინაში არ იქნება ხმოვანი ელექტრო სენსორის განათება. არ დაუშვათ, რომ შთამბეჭდავმა მახასიათებლებმა განაჩენი გამოუტანონ თქვენს საჭიროებებს. ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი თქვენს ცხოვრებას უკეთესს ვერ გახდის, თუ ეს უკანასკნელი ბინა არ იქნება თქვენს რეალურ საჭიროებებზე მორგებული.

დასვით კითხვები



ბინის შერჩევის პროცესში შეიძლება ფასი საეჭვოდ დაბალი ან წარმოუდგენლად ძვირი მოგეჩვენოთ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დამაზუსტებელი კითხვების დასმა. უნდა დარწმუნდეთ, რომ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია სიმართლეა. მათ ვისაც არ გაქვთ გამოცდილება მსგავს საკითხებში აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია სანდო აგენტთან, რათა არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი კითხვები.

ნუ გაგიცრუვდებათ იმედი


სასურველი ბინის მოძებნა და მოლაპარაკებების წარმართვა არ არის ადვილი საქმე. შეიძლება იმედიც კი გაგიცრუვდეთ, მაშინ როცა შესაფერის ბინას იპოვნით მაგრამ გამყიდველთან ფასზე ვერ შეთანხმდებით. ნუ დანებდებით, თუ თქვენ ვერ ახერხებთ გაიაროთ ფეხით იმ ადგილებში სადაც გეგმავთ ბინის შეძენას, მიმართეთ თქვენს აგენტს, იგი არა მარტო ბინის მოძებნაში დაგეხმარებათ არამედ გამყიდველთან მოლაპარაკებაშიც. გახსოვდეთ, რომ შანსი ყოველთვისაა იპოვოთ თქვენთვის შესაფერისი ბინა თქვენი ბიუჯეტის გათვალისიწინებით.

არასოდეს იჩქაროთ გადაწყვეტილების მიღება


ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბინის რომელიმე დეტალზე ჯერ კიდევ გეფიქრებათ, ნუ იჩქარებთ, გამოიყენეთ დრო მოსაფიქრებლად. კარგად აწონ-დაწონეთ ყველაფერი და დარწმუნდით თქვენს არჩევანში სანამ ხელშეკრულებას ხელს მოაწერთ. აქვე გაითვალისწინეთ, რომ მოსაფიქრებელი დრო დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან ეს უკანასკნელი შეიძლება გახდეს მიზეზი შესაფერისი ბინის ხელიდან გაშვებისა.


გახადეთ პროცესი სასიამოვნო


თუ თვლით, რომ ზემოთ მოყვანილი პირველი ეტაპის რჩევები სასარგებლო, საყურადღებო და კარგი გზამკვლევია, მაშინ თამამად შეუდექით სასურველი ბინის შერჩევას რათა გადახვიდეთ მეორე ეტაპზე. მიმართეთ თქვენთვის სანდო გაყიდვების აგენტს, რომელიც ჯერ მოგისმენთ და მხოლოდ მას შემდეგ მოგაწვდით თქვენს საჭიროებებზე მორგებულ სწორ ინფორმაციას. შესაბამისად იგი იქნება თქვენი მრჩეველიც. დაზოგეთ თქვენი დრო და გახადეთ სასიამოვნო ბინის შეძენის პროცესი.



გაგიზიარებთ რჩევების მეორე ეტაპს, სადაც გაიგებთ ბინის შეძენისას გასათვალისწინებელ იმ მნიშვნელოვან დეტალებს, როგორიც არის :


- როგორ შეარჩიოთ სამშენებლო კომპანია?

- როგორ აირიდოთ თავიდან იურიდიული რისკები?

- რას გვაძლევს სწორი გეგმარება?

- რა სახის ნიუანსები უნდა გაითვალისწინოთ?

- რა დატვირთვა აქვს აგენტის ჩართულობას?





499 views0 comments
bottom of page