top of page
Transparent white.png
  • Writer's pictureნინო გეჯაძე

ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები (ეტაპი II)

Updated: Jun 10, 2020


ბინის შეძენისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი დეტალები.


თუ სასურველი ბინის შერჩევის პირველი ეტაპიარმატებით გაიარეთ ეს ნიშნავს, რომ უკვე იცით სად გსურთ ცხოვრება, გაქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი და დადგენილი საჭიროებები. ახლა დროა გააგრძელოთ მოქმედება და გადახვიდეთ მეორე ეტაპზე.

მყიდველს ხშირად უწევს იფიქროს ისეთ დეტალებზე რომელთანაც შეხება აქამდე არ ჰქონია. არადა სწორი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა კარგად ერკვეოდეს გარკვეულ საკითხებში. დამეთანხმებით, ასეთ დროს კომპეტენტური მრჩეველი ბევრი საკითხის მოგავრების კარგი საშუალებაა.


გიზიარებთ ბინის შეძენისას მეორე ეტაპზე გასათვალისწინებელ მნიშვნელოვან რჩევებს:

აირჩიეთ სამშენებლო კომპანია



დღეს უძრავი ქონების ბაზარაზე ბევრი სამშენებლო კომპანიაა. იმისათვის, რომ მათ შორის სწორი არჩევანი გააკეთოთ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია.

კომპანიის ბაზარზე ყოფნის ხანგრძლივობა, გამოცდილება, მშენებლობის ხარისხი და კმაყოფილი მობინადრეები, ეს ის ფაქტორებია რომელთა მონაცემებზე დაყრდნობითაც ხშირად მყიდველი იღებს გადაწყვეტილებას. შესაძლოა თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე ვერ ნახოთ ისეთი კომპანია, რომელიც ყველა ზემოთ აღნიშნულ ფაქტორებს დააკმაყოფილებს. ასეთ შემთხვევაში განსაზღვრეთ რომელია მათ შორის თქვენთვის პრიორიტეტული, რომელი კრიტერიუმი იქნება გადამწყვეტი და რატომ.


პრაქტიკამ მიჩვენა, რომ ხშირად მყიდველებს უჭირთ მშენებლობის ხარისხის დადგენა. დამეთანხმებით, რომ ყველა ვინც ბინის შეძენას გადაწყვიტავს ექსპერტი ვერ იქნება სამშენებლო სფეროში. ამასთან არც საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნაში გარკვევა, კონსტრუქციული პროექტის კითხვა, სამშენებლო მასალების ცოდნა და მათი ხარისხის დადგენაა მარტივი საქმე. მაგრამ რა ვქნათ თუ ამ ცოდნის გარეშე შეცდომების დაშვების ალბათობა დიდია?


არსებობს საკითხები როცა მყიდველი ყველაზე მეტად საჭიროებს პროფესონალურ ჩართულობას. მიანდეთ ეს საქმე თქვენს აგენტს, იგი დაადგენს ყველა სამშენებლო კომპანიების არსებობას თქვენს მიერ შერჩეულ ლოკაციაზე. მოგაწვდით ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორებზე ინფორმაციას, დაგეხმარებათ ყველაზე მნიშვნელოვანში, მშენებლობის ხარისხის დადგენაში. არც მობინადრეების მოსაზრებებს დატოვებს უყურადღებოდ მათი არსებობის შემთხვევაში. იგი ამას უმოკლეს ვადაში გააკეთებს, ხოლო თქვენ დაზოგავთ დროს, შედეგად გექნებათ საჭირო და ზუსტი ინფორმაცია, რომელიც სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

მოითხოვეთ ხელშეკრულება


კარგად გაერკვიეთ ყველაზე საყურადღებო იურიდიულ საკითხში. შეამოწმეთ საჯარო რეესტრის ამონაწერი, დარწმუნდით, რომ ბინას რომელსაც ყიდულობთ ნამდვილად გამყიდველის საკუთრებაა ან მისი კანონიერი წარმომადგენელის. ასევე, ხომ არ არის დატვირთული იპოთეკით ბანკის სასარგებლოდ. ასეთის არსებობის შემთხვევაში დაადგინეთ იპოთეკის მიზეზი, მოხსნის პირობები და ვადები. დარწმუნდით, რომ ყველა პუნქტი თქვენთვის გასაგებია და ეთანხმებით. გახსოვდეთ, რასაც კომპანია ან ბინის მეპატრონე გპირდებათ იურიდიული თუ ტექნიკური კუთხით ხელშეკრულებაში ჩაწერილი უნდა იყოს. გაითვალისწინეთ, ანგარიშსწორება მოახდინეთ ბანკში. ნუ მოგერიდებათ დასვათ კითხვები და მიმართოთ იურისტს ან თქვენს აგენტს თუ რომელიმე პუნქტი ბუნდოვანია.

განლაგება და აივნის მოცულობა


ბინაში ოთახების განლაგებას შეუძლია თქვენი ყოველდღიური ცხოვრება მყუდრო ან არაკომფორტული გახადოს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენად სწორად არის გათვალისწინებული განათების და განიავების საკითხები. ასეთ დროს გამჭოლი ბინა საუკეთესოა, მაგრამ თუ პატარა ფართის შეძენას ფიქრობთ, შეარჩიეთ მზიანი და ნათელი მხარე. სანამ ბინაში სარემონტო სამუშაოებს შეუდგებით, მოიკითხეთ გათბობის ქვაბის და კონდიციონერის ადგილი.

რა თქმა უნდა კარგია როცა ყველა ოთახს თავისი აივანი აქვს, მაგრამ ხშირად საზაფხულო ფართის მოცულობა ბინის ღრებულებაზე აისახება. ასეთ დროს გადახედეთ თქვენი ცხოვრების სტილს და რიტმს, იგი მიგანიშნებთ თუ რამხელა მოცულობა გესაჭიროებათ. ღია სივრცეში დასვენებაც და მუშაობაც ერთნაირად სასიამოვნო და კომფორტულია, ასევე სტუმრის მიღების ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

სართული და ხედის მომავალი


სანამ სართულის შერჩევას შეუდგებოდეთ გეტყვით, რომ არ არსებობს სწორი ან მცადი პასუხი მაღალი სართული ჯობია თუ დაბალი. თითოეულს აქვს თავისი ბერკეტი, რომლის მიხედვითაც მყიდველი იღებს გადაწყვეტილებას. ეს მთლიანად დამოკიდებულია იმაზე თუ რა არის თქვენთვის პრიორიტეტული, მაგალითად თუ თქვენ მოგწონთ ხედები მეტი სივრცით და ნაკლები ხმაურით, მაშინ მაღალ სართულს მინიეჭეთ უპირატესობა, ხოლო თუ გსურთ იყოთ ახლოს გამწვანებულ ეზოსთან და თავალი ადევნოთ კეთილმოწყობილ საბავშო მოედანს არჩევანი შეაჩერეთ დაბალ სართულებზე. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს აგენტთან მეზობელი მიწი შესახებ, დღეს თუ თქვენს ხედს არაფერი ემუქრება ხვალ შესაძლოა მასზე ახალი შენობა იდგეს.

პარკინგი


მანქანების რაოდენობის გაზრდასთან ერთად საპარკინგე ადგილებიც დაიტვირთა. იმ მიზეზით, რომ შესაძლოა გასაჩერებელი ადგილი ვერ ვნახოთ დღის განმავლობაშიც კი ხშირად უარს ვამბობთ მანქანით გადაადგილებაზე. იმისათვის, რომ სახლში დაბრუნებულებმა თავიდან აიცილოთ მსგავსი უსიამოვნო ფაქტი, დაზოგოთ დრო და ნერვები, დააფიქსირეთ თქვენი მოთხოვნა აგენტთან, უპირატესობა მიანიჭოს იმ საცხოვრებელ ბინას რომელსაც საკუთარი მანქანის გასაჩერებელი ადგილი უკვე აქვს.


მოძებნეთ თქვენი მრჩეველი


ახლა თქვენ გაქვთ ორივე ეტაპის რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში რასაც ბინის შეძენა ჰქვია. შეუდექით სამოქმედო გეგმას და ჩართეთ აგენტი. ისეთი აგენტი, ვისაც აქვს გამოცდილება და ჰყავს კმაყოფილი მომხმარებელი. იგი გაგიწევთ კონსულტაციას იმ საკითხებში, რომლებმაც თქვენი სამოქმედო გეგმა შეაფერხა და ბოლოში გაყვანის საშუალება არ მოგცათ. თქვენი აგენტი დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციის მოძიებაში, ეს უკანასკნელი კი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.


ამასთან თუ გსურთ გაიგოთ მეტი და მიიღოთ უფასო კონსულტაცია, მოგვწერეთ, ჩვენ პასუხით მალე დაგიბრუნდებით.

წაიკითხეთ პირველი ეტაპი

498 views0 comments
bottom of page