დეველოპერული პროექტი
გაყიდული უძრავი ქონება

ჩვენს შესახებ
2018 წლიდან პროსპექტი სრულად დაფოკუსირდა გაყიდვების აუთსორსინგსა და მართვაზე უძრავი ქონების ბიზნესში, რის შედეგადაც 2018-2019 წლის განმავლობაში წარმატებით ვითანამშრომლეთ რამოდენიმე ქართულ დეველოპერულ კომპანიასთან. ჩვენმა გაყიდვებმა 1 წლის განმავლობაში შეადგინა 7,000,000 აშშ დოლარი.
დღეს კომპანიის მართვის ქვეშ არის როგორც ლოკალური ასევე გლობალურ ბაზარზე გათვლილი პროექტები, ღირებულებით 25,000,000 აშშ დოლარი, როგორც თბილისში ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში.
ჩვენი მიზანია დეველოპერულ კომპანიებს დავეხმაროთ ლოკალურ თუ გლობალურ კლიენტებთან/ინვესტორებთან კომუნიკაციაში უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით.
გაყიდვების ქონსალთინგი
თქვენი არსებული გაყიდვების გუნდი მუდმივად საჭიროებს განვითარებას და ზრდას. ჩვენი მიზანია პირველ რიგში ანალიზის საფუძველზე შევქმნათ სტრატეგია და შემდეგ დაგეხმაროთ თქვენი გაყიდვების გუნდის მართვაში სასურველი შედეგების მისაღებად.