top of page

ჩვენს შესახებ

გაყიდვები ქმნის წარმატებას

პროსპექტ"-ში ჩვენ საქმეზე შეყვარებული გუნდი ვართ და გვჯერა ადამიანების უსაზღვრო შესაძლებლობების. ვაფასებთ ბალანსს პირად და საქმიან ცხოვრებას შორის,  გვაქვს ამბიციური მიზნებისკენ სწრაფვა, რომელსაც ამოძრავებს მონაცემებზე და კვლევებზე დაფუძნებულ სტრატეგიები. ჩვენი ძირითადი ფასეულობები, ღრმად არის ფესვგადგმული ამ პრინციპებში და შესაბამისად, ვხელმძღვანელობთ ამ პრინციპებით.

ჩვენი ღირებულებები: 

ადამიანები უპირველეს ყოვლისა: ჩვენი გუნდის წევრები ჩვენი ორგანიზაციის გული და სულია. ჩვენ გვჯერა, რომ ნდობაზე დამყარებული და თავისუფალი სამუშაო გარემოს ხელშეწყობა ქმნის ინოვაციას, კრეატიულობას და წარმატებას. ჩვენ ვაფასებთ მრავალფეროვნებას, ხელს ვუწყობთ გახსნილ შიდა კომუნიკაციას და პრიორიტეტს ვანიჭებთ ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობას. ჩვენ გვესმის, რომ მხოლოდ გუნდის ბედნიერი და მოტივირებული წევრები ქმნიან წარმატებას

მაღალი სტანდარტები და დიდი მიზნები: ჩვენ არ ვაკმაყოფილებთ საშუალო მაჩვენებლებით.  ჩვენი მისწრაფება მუდმივი გაუმჯობესებისაკენ გვიბიძგებს დავისახოთ მაღალი მიზნები და დაუღალავად ვიმუშაოთ მათ მისაღწევად. ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია გადავლახოთ საზღვრები, გავარღვიოთ ბარიერები, გამოვიწვიოთ საკუთარითავი, იმისათვის რომ გავხდეთ ჩვენი საუკეთესო ვერსია რათა  მივწვდეთ ვარსკვლავებს.

მონაცემებზე დაფუძნებული ქმედება: დღეს ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღი წარმატებისთვის არის ინფორმაციის შეგროვება და მისი სწორი გამოყენება. ჩვენი ძლიერი მხარე სწორედ ასეთი მონაცემების მოგროვება და მათი ინტეგრაციაა დაგეგმვისა თუ აღსრულების პროცესში. ასეთი მიდგომა ჩვენს გუნდს ხდის გამორჩეულს და გვაძლებს შესაძლებლობას დასახულ მიზნებს უფრო ეფექტურად მივაღწიოთ

ჩვენი საბოლოო მიზანია მივიღოთ ხელშესახები შედეგები კონკრეტულ ვადებში. ჩვენ ვამაყობთ იმ კომერციული მიზნების მიღწევით, რასაც ჩვენი დამკვეთებისთვის ვაკეთებთ. ჩვენ მათ წარმატებას მივიჩნევთ, როგორც ჩვენს წარმატებას, თითოეულ პარტნირობას ვუყურებთ გრძელვადიანად და სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას მივიღოთ საუკეთესო შედეგები.

გაიცანი ჩვენი გუნდის წევრები

ჩვენი კლიენტები

შინვუდი.jpeg
კონსოლი.png
კონტრასტი.jpeg
კინორი.jpeg
ატლანტი.jpeg
bottom of page